უდიდესი ტრაგედია – ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი გარდაიცვალა – geonewest.com
ახალი ამბები

უდიდესი ტრაგედია – ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი — მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაგალომ, როგორც მარცხენა ვინგერმა ბრაზილიის ნაკრების პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 1958 წელს იზეიმა. ის 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და როგორც მწვრთნელმა 1970-ში მუნდიალი პელესთან, ზაირჟინიოსთან, რიველინოსთან და იმ ფეხბურთელებთან ერთად მოიგო, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი. 1994 წელს ზაგალომ მუნდიალი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოიგო და გახდა ადამიანი, რომელსაც 4 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს.
წყარო: anews. ge

Back to top button