„მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლინიკასთან” – ვრცელდება ახალი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის შესახებ – geonewest.com
ახალი ამბები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლინიკასთან” – ვრცელდება ახალი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის შესახებ

უკვე ორი კვირაა, ზურა ბერიკაშვილი გულის გაჩერებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გულის უკანა კედლის ინფარქტით. ბერიკაშვილების ოჯახი მოლაპარაკებას აწარმოებს ბერლინის ცნობილი “შარიტეს” მრავალპროფილური კლინიკის ნევროლოგიის განყოფილებასთან. მალე გერმანელი და ქართველი მედიკოსების კონსილიუმი უნდა შედგეს.

“მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება” – ამბობს “პრაიმტაიმთან” მანანა ბერიკაშვილი.

11 წლით უფროსი და, ზურას ასე ახასიათებს.

მანანა ბერიკაშვილი: – ისეთი შინაგანი ბუნება აქვს, რომ ასაკი არ ეტყობა.

ხომ იცით, შინაგანად როგორადაც გრძნობ თავს, იმდენი წლის ხარ. მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ახალგაზრდა იყო, სულ ჩვენს მეგობრებთან მეგობრობდა, ტვინის ქერქი არ დაბერებია. მგონია, რომ აქაც ეს შემთხვევაა.

მგრძნობიარე, უენო, მშვიდი და გაწონასწორებულია ბავშვობიდან. დიდი იუმორის პატრონია. ჰყავს დიდი სამეგობრო წრე. მამაჩემის მსგავსად, მოშურნე და მტერი, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

როცა თეატრში რამე ხდება, მე ყველაზე გვიან ვიგებ, რადგან ზურა არასდროს ამბობს. გადასარევი ბაბუაა. ჩემი შვილიშვილიც პაპას ეძახის და გიჟდება, ისე უყვარს ზურა. ცუდი თვისება რა აქვსო, რომ მკითხოთ, დავფიქრდები და ვერ ვიტყვი. რამე რომ გაუჭირდეს, მეზობელთან არ ავა და მე დამირეკავს.

გივი ბერიკაშვილის შვილობა მისთვის პასუხისმგებლობაა. მამა სულ გვეამაყებოდა. ჩვენ დღემდე გივის შვილები ვართ. ამას ჩვენთვის კომპლექსები არ გაუჩენია. ღმერთმა ისე ქნას, რომ სულ მის ჩრდილში გვამყოფოს.

მამამ მისი ცხოვრებით გვასწავლა, როგორ უნდა გვეცხოვრა. მგონია, რომ ამ გზას მივყვებით. არც მისგან მიგვიღია შენიშვნები…ამბობს უფროსი და „პრაიმტაიმთან“.

მსახიობის სიძე, ნიკო ნანიტაშვილი ამბობს, რომ ზურას მდგომარეობა უცვლელია. 

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კლინიკასთან. ქართველმა ექიმებმაც უნდა მისცენ ნება ტრანსპორტირება თუ არის შესაძლებელი,“- ამბობს ნიკო ამბები.ჯისთან.

Back to top button