საშინელი ავარია: 1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ – სად მოხდა შემთხვევა – geonewest.com
ახალი ამბები

საშინელი ავარია: 1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ – სად მოხდა შემთხვევა

სამეგრელოში სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. 

ამავე ცნობით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Back to top button