“ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ”- გია ხუხაშვილის შოკისმომგვრელი განცხადება – geonewest.com
ახალი ამბები

“ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ”- გია ხუხაშვილის შოკისმომგვრელი განცხადება

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც “კვირის პალიტრის” 11 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

“ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ – პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა. ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილო მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას.” – გია ხუხაშვილი.

 განაგრძეთ კითხვა

Back to top button