ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო დღეებში მასზე განხორციელებული დიდი წნეხის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა – “არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს…“ – geonewest.com
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო დღეებში მასზე განხორციელებული დიდი წნეხის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა – “არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს…“

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ მასზე და სხვა სახელოვან სპორტსმენებზე ბოლო დღეებში აქციის მონაწილე რადიკალური ფრთის წარმომადგენლებისგან ზეწოლა მიმდინარეობს.

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვის, მისი წარმატებისა და ევროპული მომავლისთვისაა და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლასა და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო“, – დაწერა კვარაცხელიამ.

Back to top button