იაპონიაში ძლიერი, 7.6 მაგნიტუდის, მიწისძვრა მოხდა, ამჟამად ცუნამის საშიშროებაა – დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

იაპონიაში ძლიერი, 7.6 მაგნიტუდის, მიწისძვრა მოხდა, ამჟამად ცუნამის საშიშროებაა – დეტალები

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანესთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, ასევე, ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

Back to top button