Загрузка...
მთავარი თავის მოვლა 10 უბრალო ჩვევა, რითაც ქალი ჯანმრთელობას ინადგურებს

10 უბრალო ჩვევა, რითაც ქალი ჯანმრთელობას ინადგურებს

41
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

ყველა ქალის ოცნებაა იყოს მოვლილი, ახალგაზრდა და სასურველი მამაკაცისთვის. ზოგიერთი ნერვიულ და ფიზიკურ გადაღლილობას განიცდის და 8-საათიან ძილზე მხოლოდ ოცნებობს. ამასთანავე, ყოველდღიური, ერთი შეხედვით, უწყინარი თვისებებით საკუთარ ჯანმრთელობას ვნებს .

loading...

1. ანტიბაქტერიული ნივთიერებების ხშირი გამოყენება
ანტისეპტიკით ხელების ხშირი გაწმენდა კანის ბუნებრივ მიკროფლორას აზიანებს და სერიოზული დაავადებების “აკიდებას” უწყობს ხელს. ამასთანავე, აშრობს კანს, დროზე ადრე აბერებს მას.

2. ზედმეტი ჰიგიენა
ქალს სურს სისუფთავე შეინარჩუნოს ყველგან და ზოგჯერ, ექიმის ნებართვის გარეშე ვაგინის გამორეცხვას მიმართავს.

ფანატიკურმა დამოკიდებულებამ შეიძლება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები და ინფექციების გამრავლება გამოიწვიოს.

3. საფენის იშვიათი ცვლა
თუ ინფექციის გავრცელება არ გსურთ, ხშირად გამოიცვალეთ საფენი, მასზე მცირე გამონადენი რომ იყოს იმ შემთხვევაშიც კი.

4. მჭიდრო ბიუსტჰალტერი
ბიუსტალტერი ჭიმავს მკერდს, არღვევს სისხლის მიმოქცევას. თუ ულიფოდ ვერ დადიხართ, უპირატესობა მიანიჭეთ რკინის გარეშე შეკერილს, რბილი ქსოვილისას, რომელიც სუნთქავს.

5. ანიპერსპირანტი
მის გარეშე ზაფხულში ქუჩაში არავინ გადის, მაგრამ უმეტესობა საზიანოა. ის აფერხებს ოფლის გამოსვლას ორგანიზმიდან. ამასთანავე, შეიცავს ტოქსინებს, რომლებიც შეიძლება სისხლში მოხვდეს. სამედიცონო კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ უხარისხო ანტიპერსპერანტი შეიძლება მკერდის კიბოს გაჩენის მიზეზი გახდეს. ხანდახან მაინც დაასვენეთ კანი და ქიმიური საშუალების ნაცვლად სოდა გამოიყენეთ. (სოდა სველი თითებით უნდა წაისვათ. შედეგი გარანტირებულია)

6. მაკიაჟით ძილი
ერთხელ დატოვებული მაკიაჟიც კი ვნებს კანს. ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი. გაუფრთხილდით კანს ახალგაზრდობიდანვე.

7. მზის დამცავების იგნორირება
აღმოსავლელი ქალები მზეს ქოლგით ემალებიან. ამიტომაც აქვთ ფაიფურივით კანი. თუ ნაოჭების გაჩენა არ გსურთ, ულტრაიისფერ სხივებს მზისგან დამცავი კრემით ებრძოლეთ.

8. მუწუკების გამოდევნა
დაიზიანებთ კანს, შეიძლება ინფექცია შეიტანოთ სისხლში ან მუწუკების გამრავლებას შეუწყოთ ხელი.

9. ბოთლის წყალი
ბოთლის წყალი მინარევებითაა გაჯერებული, რათა ისინი წლობით არ გაფუჭდეს.

10. ბიუსტჰალტერით დაძინება
უკვე გითხარით, რომ იგი არღვევს სისხლის მიმოქცევას. წარმოიდგინეთ, რა საშიშროებას უქმნით საკუთარ თავს, თუ ბიუსტჰალტერით დაიძინებთ.

10 უბრალო ჩვევა, რითაც ქალი ჯანმრთელობას ინადგურებს
mshoblebi.ge
თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 11
    Shares
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here