Загрузка...
მთავარი ახალი ამბები „არ გინდათ ეს კაიტიპობანას თამაში, თქვენმა მზემ, რა! თორემ, ქრთამს აბესაძესავით ვინღა...

    „არ გინდათ ეს კაიტიპობანას თამაში, თქვენმა მზემ, რა! თორემ, ქრთამს აბესაძესავით ვინღა იღებს დღეს!“

    31
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    ცოტნე გამსახურდია ოთო აბესაძის განთავისუფლების მოთხოვნას ასე ეხმაურება:

    loading...

    „არავითარი პირადი ანტიპატია არა მაქვს ქრთამზე დაჭერილი ოთარ აბესაძის მიმართ. მეტიც, წარმომიდგენია როგორ შევძულდები მას და მის ოჯახის წევრებს, ეს სტატუსი რომ წააკითხა. არ გავიხსენებ არც იმ უსინდისო გაპრავებებს, რომელსაც ის ხელისუფლებას უწევდა და აღმოჩნდა – არცთუ უანგაროდ.
    ნაკომუნისტარო ერო, 25 წელია დედა გვიტირა კორუფციამ და ნეპოტიზმმა და კიდევ ვერ ხვდები, რაშია საქმე? არა იმიტომ, რომ ვიღაცას ოთოს ციხეში ტანჯვა სიამოვნებს. არა! უბრალოდ, სასჯელის სიმკაცრეზე მეტად, აუცილებელია არსებობდეს სასჯელის გარდუვალობის პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ანგრევს კანონსაც, ქვეყანასაც, სამართლიანობასაც…
    არ გინდათ ეს კაიტიპობანას თამაში, თქვენმა მზემ, რა! თორემ, ქრთამს აბესაძესავით ვინღა იღებს დღეს! არა, ნათესავებს ტენდერებს აგებინებენ, უფრო სწორედ, პირდაპირი შესყიდვის წესით აძლევენ სახელმწიფო რესურსებს, მილიონებს. ამას უამრავი ბოროტება მოსდევს, მენტალური და მატერიალური. ჩათვალეთ, რომ კორუმპირებულ სახელმწიფოში ბიუჯეტი საცერით შეგროვილ წყალსა ჰგავს, რომელიც აკლდება დაუცველებს,მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს, სახელმწიფოს განვითარებას!
    ესაა თქვენი საოცნებო ბრეჟნევის საქართველო… ფაქტობრივად, კორუმპირებულზე ნაძირალა ძნელი წარმოსადგენია: ის ხომ აკლებს ყველაზე დაუცველს, ყველაზე სუსტს, უბედურს, მკვლელზე უარესია, რა! საკუთარი გაქსუებული ოჯახისათვის ხოცავს სხვის ოჯახებს… ანგრევს სახელმწიფოს საფუძვლებს, ინსტიტუტებს, ადამიანებს უკარგავს ნდობას და ნდომას – რამე გააკეთონ ამ ქვეყნისთვის, ნერგავს შიშს და ვირთხულ ფსიქოლოგიას: მე ვიყო კარგად და სხვა წყალსაც წაუღიაო…
    თქვენ – ითვალეთ ჭერში ბუზები!“

    alia.ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    • 22
      Shares
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here