Загрузка...
მთავარი კულინარია მან მაკარონს ყველის სოუსი მოასხა. შედეგისგან თითებს ჩაიკვნეტთ!

მან მაკარონს ყველის სოუსი მოასხა. შედეგისგან თითებს ჩაიკვნეტთ!

50
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

რამდენი რამის მომზადება შეიძლება მაკარონის ერთი შეკვრისგან! ეს შესანიშნავი პროდუქტი შიმშილისგან თავის დაღწევაში ეხმარება როგორც ყველაზე ზარმაცებს, ასევე გამოცდილ კულინარებს, რომელთა ხელშიც მაკარონი უგემრიელეს კერძად იქცევა. კრეატიული მზარეულები მაკარონით ნამდვილ სასწაულებს აკეთებენ. გაგისინჯავთ ოდესნმე, მაგალითად, მაკარონის ტორტი? ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დღევანდელი კერძი არაფრით ჩამოუვარდება თეთრწინსაფრიანი ღიპიანი ჯადოქრების ყველაზე დახვეწილ გამოგონებებს, ხოლო მის მომზადებას ნებისმიერი შეძლებს.

loading...

ეს უგემრიელესი კერძი დაგიხსნით შიმშილისგან სახლშიც და სამსახურშიც. და ცოტას მეგობრებთანაც წაიტრაბახებთ თქვენი მზარეულობის ნიჭით.


ინგრედიენტები:
მაკარონი – 220 – 250 გრ.;
მარილიანი კარაქი – 2 სუფრის კოვზი;
ფქვილი – 2 სუფრის კოვზი;
რძე – 0.3 – 0.4 ლიტრი;
მწარე ყველი ჩედერი – 0.5 კგ. (გაყოფილი 2 პორციად);
ნაღების ყველი – 50 გრ;
მარილი – 0.5 ჩაის კოვზი;
დაფქული შავი პილპილი – მეოთხედი ჩაის კოვზი;
კვერცხი – 1 ცალი (ათქვეფილი).

მომზადების წესი:

1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. მოამზადეთ კექსის ფორმა (ორიგინალურ ვერსიაში ინგრედიენტები 36 პორციას ეყო);

2. აადუღეთ დიდი ქვაბით მარილიანი წყალი. მოხარშეთ მასში მაკარონი შეფუთვაზე მითითებული წესით. შემდეგ გადაღვარეთ წყალი და მაკარონი ასე დატოვეთ;

3. პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე დაადნეთ კარაქი. დაამატეთ ფქვილი, ათქვიფეთ და ერთი წუთით დატოვეთ ცეცხლზე. შემდეგ, თანდათანობით ჩაამატეთ მასში რძე და გაუჩერებლად ურიეთ. როცა მასა ერთიანი გახდება, პატარა ცეცხლზე წამოადუღეთ;

4. დაამატეთ 350 გრამი ჩედერი პატარ-პატარა პორციებით, თან ურიეთ. დაიცადეთ სანამ მთელი ჩედერი არ დადნება, შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ ნაღების ყველი და ცეცხლზე მუდმივად ურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ დადნება;

5. დიდ ჯამში აურიეთ მაკარონი, ყველის სოუსი და ათქვეფილი კვერცხი. კარგად აურიეთ;

6. ამოავსეთ კექსის ფორმა სოუსიანი მაკარონით. თითოეულს ზემოდან დარჩენილი ჩედერი მოაყარეთ;

7. შედგით ეს ფორმა გახურებულ ღუმელში 15 წუთით და დაელოდეთ, სანამ თითოეული მაკარონის კექსის ზედაპირი მოყავისფრო-მოოქროსფრო არ გახდება. შემდეგ, უკვე მზა კერძი 5 წუთით დადგით გასაციებლად.

და თქვენი კერძი მზადაა! შეგახსენებთ, რომ ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ ზუსტად არ გაიმეოროთ. კულინარია ხელოვანი ადამიანებისთვის ყოველთვის ექსპერიმენტების მოედანი იყო. გემრიელად მიირთვით!

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 10
    Shares
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here