Загрузка...
მთავარი ახალი ამბები რას ამბობს ერეკლე შონია „მფრინავი თეფშების“ დღეს მოსალოდნელ შემოსევაზე?

    რას ამბობს ერეკლე შონია „მფრინავი თეფშების“ დღეს მოსალოდნელ შემოსევაზე?

    50
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი უფოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ დღეს დედამიწას ეწვევა უცხოპლანეტელების ხომალდი. დასახელდა მათი ხომალდის მოძრაობის სიჩქარეც 700 კმ. საათში, „ალია” ამის გარშემო კომენტარზე უფოლოგ ერეკლე შონიას დაუკავშირდა: – მსგავსი ინფორმაცია ხშირად გადის ხოლმე უფრო ხშირად ელექტრონული მედიის საშუალებით, რისი ნდობა თავისთავად ბოლომდე არ შეიძლება. ფაქტი ისაა, რომ მსგავსი თემატიკა, რომელსაც იკვლევს უფოლოგია, ანუ ანომალიური მოვლენები, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ უცხოპლანეტელების ხომალდები დაფრინავენ ჩვენს გარშემო, არის და იყო უამრავი ამის დამადასტურებელი ფაქტი ხომ, თუმცა მაინცდამაინც მოვლენის რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს მოხდება და რაღაც კატასტროფულად იმოქმედებს ჩვენზე, ამის მოლოდინი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის სისულელე, ეს უფრო გამოგონილ ამბავს გავს, ნუ შეეშინდება ამიტომ მოსახლეობას. რანდენიმე წლის წინაც გავრცელდა თუ გახსოვთ, რომ აი მოგვიახლოვდება კომეტა, მის უკან მოდის უცხოპლანეტელების ხომალდი, აი გადმოვლენ, მოედებიან, შეგვჭამენ, მთელი ქალაქი იყო დაფეთებული, დრომ გვაჩვენა, რომ ეს იყო სისულელე, კოსმოსში ცხოვრება და ადამიანის შემხებლობა არამიწიერ არსებებთან არის, მაგრამ დღევანდელი ეს ცნობა არის უბრალოდ სოციალური მედიის გამოგონილი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფულის საკეთებლად. აქვე ვიტყვი ერთს, არ არის,აუცილებელი ეს ხომალდები მოდიოდნენ საიდანღაც, ისინი ისედაც სულ აქ არიან. ბოლო ორი წლის უფოლოგიური კვლევა გვაძლევს საშუალებას რომ ასე ვისაუბროთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო ნაპოვნი ადგილები, სადაც იჯდა ხომალდი, თვითმხილველებიც არსებობენ, ხოლო რაიმე გლობალური შემოსვლის ნიშნები არ არის ნამდვილად. დაღამდება და ვნახოთ…

    loading...

    ლაურა აბრამია

    წყარო: alia.ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    • 16
      Shares
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here