Загрузка...
მთავარი ახალი ამბები ,,მევალემ მიაკითხაო, ჩუმად წავიდა და დახლებში თავი ჩამოიხრჩოო

,,მევალემ მიაკითხაო, ჩუმად წავიდა და დახლებში თავი ჩამოიხრჩოო

32
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

“ფეისბუქის მომხმარებელი ნანა ახობიძე, პირად გვერდზე თბილისში დღეს საღამოს მომხდარ ამბავს ავრცელებს:

loading...

“მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა… უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…
ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…
ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…
დღეს, საღამოს მოხდა ეს….”

pia.ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here