Загрузка...
მთავარი ჯანმრთელობა როგორ უნდა იმკურნალოთ ღვინითა და ჭაჭის არყით?

როგორ უნდა იმკურნალოთ ღვინითა და ჭაჭის არყით?

47
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

 

loading...

 

„ალია“ ესუბრება  ფიტოთერაპევტი ეკა წულაძე.

– ქალბატონო ეკა, გარდა იმისა, რომ ფიტოთერაპიით ხართდაკავებული, ინგლისური ენის სპეციალისტიც ბრძანდებით, გითარგმნიათ თუ არა უცხოური ფიტორეცეპტები?

– გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლის ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა ჩემი დაინტერესება ფიტოთერაპიით, ფარმაცევტის სპეციალობამ და ძიების აზარტმა მომაძებნინა უცხოეთის ფიტოთერაპიის მდიდარი გამოცდილება დაარ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ქართველთა ცოდნა ფიტოთერაპიაში უნიკალურია და გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უცხო ქვეყნების უძველესი რეცეპტურა. ჩვენი წინაპრები დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ მკურნალ-მეწამლეობის უძველეს ტრადიციებს, ისინი სიცოცხლის ხანგრძლივობითაც გამოირჩეოდნენ, თუმცა არც უცხოელთარეცეპტებსა და მიღწევებს უწევდნენ იგნორს. ჩვენი და უცხო ქვეყნების ფიტორჩევები ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ თუ ეკოლოგიურად სუფთაა, მე ვანიჭებ უპირატესობას საქართველოს მთიანეთში მოპოვებულ სამკურნალომცენარეებს, რადგან ჩვენი მიწა ნიადაგმცოდნეთა განმარტებით, სწორედ ის არის, რომელიც უზრუნველყოფსსამკურნალო თვისებებით მდიდარ მცენარეთა აღმოცენებას. სამწუხაროა, რომ ხალხი ქიმიურ და ძვირად ღირებულმედიკამენტებს იყენებს და გვერდს ულის ბევრად უსაფრთხო და მაღალეფექტურ ბუნებრივ სამკურნალოსაშუალებებს. დღეს უკვე აღარ კამათობენ იმაზე, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა, აქედან გამომდინარეუძველესია ღვინითა და არყით მკურნალობის უძველესი პრაქტიკაც. ზოგი ბავშვი ითხოვს ღვინოს და ამასმშობლები მათდამი მიმბაძველობით ხსნიან, სინამდვილეში მთლად ასე არ არის, თუ ბავშვი ღვინოს ითხოვს, წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, შეგიძლიათ მისცეთ, ოღონდ ცოტა და უმჯობესია, წყალგარეული. მთავარია ამასსისტემატური ხასიათი არ მიეცეს. ღვინო შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რაც ბავშვის ორგანიზმს აკლია და სწორედამიტომ ილტვის ღვინისკენ. 1 ჭიქა მშრალი წითელი ღვინო დასაშვებია. კუჭის აშლილობის დროს საუკეთესოასაფერავი და კაბერნე. ანემიის დროს მიიღეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო დღეში, ავიტამინოზის დროს სასარგებლოანებისმიერი ნატურალური ღვინო.

გრიპის, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს მიირთვით ცხელი წითელი ღვინო თაფლით დამტკბარი, მაგრამ ეს იმასარ ნიშნავს, რომ ბოლომდე უარი თქვათ მედიკამენტების გამოყენებაზე. ანემიის დროს გადადუღებულ წითელღვინოს ანტიოქსიდანტური თვისების გამო უნიშნავენ და არა სისხლწარმოქმნის სტიმულაციის მიზნით. ის ანემიისმკურნალობისას დამხმარე საშუალებად ითვლება. ანემიის დროს მეტად სასარგებლოა სისხლმბადი პროდუქტები – ალუბალი, ჭარხალი, მწიფე შინდი.

ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებით და მაკროელემენტებით, ის აუმჯობესებს ნივთიერებათა და მარილოვანცვლას. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლების აზოტისა და მინერალების ცვლის პროცესს, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტეროიდული, ბაქტერიოციდული და ანტიალერგიულიმოქმედება. აქედან გამომდინარე, თუ ზომიერად გამოვიყენებთ ღვინოს, მას შეუძლია, სარგებლობა მოუტანოსროგორც ზრდასრულს, ასევე ბავშვსა და მოზარდს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურძნის ღვინის თვისება, გაზარდოს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაინფექციურ დაავადების მიმართ. ღვინოს გააჩნია ანტივირუსული მოქმედება ა-ჰეპატიტისა და გრიპის ხუთიცნობილი ვირუსის მიმართ. წითელი ღვინო მეტად სასარგებლოა ანგინის დროს, ხოლო მშრალი შამპანური – რევმატიზმის დროს. მიკრობებით დაბინძურებული წყალი მავნებელი აღარ იქნება, თუკი იმავე ოდენობის წითელღვინოს დავუმატებთ, წითელ ღვინოში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს.

ვინც მწყრალად არის ალკოჰოლთან და მისი გადამამუშავებელი ფერმენტები ვერ ეგუება ღვინოს, მათ შეუძლიათ, მაინც არ თქვან უარი ამ მეტად სასარგებლო სითხეზე და მიირთვან ალკოჰოლგამოცლილი გადადუღებული სახით.

ღვინის ზომიერად მიღება 30%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ალბათობას, წითელიღვინო შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან წმენდს. თუმცა ბავშვებს გულ-სისხლძარღვთა ან ჰიპერტონიული დაავადების დროს ერთ სადილის კოვზზე მეტი ღვინო არ უნდა მივცეთ დათანაც არა ყოველდღე, კვირაში ორჯერ სრულიად საკმარისია.

– რა მეთოდით უნდა გადავადუღოთ ღვინო?

– მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით წითელი ღვინო და განახევრებამდე ადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ ნახევარიჩაის ჭიქა შაქარი და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი. გააცივეთ, გადაიღეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ გრილ, ბნელადგილას. გარდა იმისა, რომ 1 ჭიქა ღვინის მიღებით თქვენ შეგიძლიათ პრევენცია მრავალ დაავადებასთან, ამავედროს მოგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდასა და ჭარბი წონისგან გათავისუფლებაშიც.

რაც შეეხებ ყურძნის ჭაჭისგან დამზადებულ არაყს, ის პირველი და შეუდარებელია ანტიინფექციურ, ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად. ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან არაყში ყრიდნენლიმონს, ვაშლს, სხვადასხვა სამკურნალო ბალახს და ეს იყო უნიკალური წამალიც და სასმელიც, რომელიცდეპრესიასაც ებრძოდა და ხარისხიან ძილსაც უზრუნველყოფდა, ასევე, იცავდა ორგანიზმს მავნე ვირუსებისა დაინფექციებისგან. არყით გაყინვისგანაც კი უხსნიათ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანები. მოკლედ, მცირე დოზით მიღებული ბახუსი, გარდა იმისა, რომ გუნება-განწყობასა და მოტივაციას აგიმაღლებთ, თქვენსორგანიზმს ფარად გამოადგება და დააბრკოლებს მთელ რიგ დაავადებას, ხოლო ალკოჰოლის ჭარბად მიღებასშეუძლია, ხელი შეუშალოს თქვენს დღეგრძელობას და სიცოცხლის ხარისხს.

უძველესი რეცეპტი სისხლის გაწმენდისა და ენერგიის მოსამატებლად:

ავიღოთ 7 წლის ალოეს ფოთლები, ორი კვირის მოურწყავი, 1 კგ, გავრეცხოთ, გავაშროთ და გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, მოვათავსოთ მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, შევურიოთ 1 კგ თაფლი და 3 ლიტრი წითელიღვინო (საფერავი ან კაბერნე), მიღებული მასა შევინახოთ ბნელ და გრილ ადგილას, სამი კვირის შემდეგ მიღებულიმასა გადავწუროთ და შევინახოთ მინის ჭურჭელში, მივიღოთ დილა-საღამოს 1 არყის ჭიქა ან სადილის კოვზით. ზემოხსენებული წამალი მეტად ეფექტურია მათთვის, ვინც სწრაფად გადაღლას, გულმავიწყობასა და ენერგიისუქონლობას უჩივის.

თუ თქვენს შვილებს გენეტიკა ხელს არ უწყობს და ზრდაში შეფერხებას განიცდიან, აჭამეთ ნარინჯისფერიბოსტნეული, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ ვიტამინების ფარულინაკლებობა აღენიშნება. ნარინჯისფერი ბოსტნეული მდიდარია ა-ვიტამინით, რომელიც მონაწილეობს ძვლებისზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსსა და სისხლძარღვებს, მისი დეფიციტის შემთხვევაშიბავშვები მხოლოდ ნელა კი არ იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან და ადვილად იღლებიან, აწუხებთ კარიესი, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება. გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა ზრდისთვის სასარგებლო ნივთიერებას – კაროტინს შეიცავს, ასევე კარგია ატამი და ნესვი, ყველაზე მეტი კაროტინი კი მაინც ქაცვშია. ქაცვის წვენი, გარდაიმისა, რომ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, მეტად სასარგებლოა ასევე ზრდასრულებშიც, მეტად სასარგებლოასიმაღლეში ზრდისთვის ცირცელი და ასკილის ნაყენი. ა-ვიტამინი ცხიმში ხსნადია და ბავშვთა კვების რაციონშიაუცილებელია ცხიმები, რომლებსაც უფროსები თავს ვარიდებთ. ასევე, სასარგებლოა სიმაღლის მოსამატებლადმწვანილი და მუქი მწვანე ბოსტნეული. რასაკვირველია, უსასუქო და ამავე დროს არა გენმოდიფიცირებული.

მაია იასეშვილი

alia .ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 38
    Shares
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here