Загрузка...
მთავარი ახალი ამბები ,,ეს ბავშვები სასაფლაოზე ცხოვრობენ, ატრაქციონების ნაცვლად საფლავებზე თამაშობენ”

    ,,ეს ბავშვები სასაფლაოზე ცხოვრობენ, ატრაქციონების ნაცვლად საფლავებზე თამაშობენ”

    33
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სოციალურ ქსელში ერთი ოჯახის შესახებ იტყობინება:

    loading...

    ,,ეს ბავშვები სასაფლაოზე ცხოვრობენ, ატრაქციონების ნაცვლად საფლავებზე თამაშობენ და იქ დაკრძალული ყველა მიცვალებულის გვარი ლამის ზეპირად იციან…

    3 წლის წინ ფრიდონაშვილების ოჯახის სახარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც გაიგეს, რომ მესამე შვილი შეეძინებოდათ, მაგრამ სულ მალე სიხარული მწუხარებამ შეცვალა. ოჯახის უფროსს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მოუხდათ სახლის გაყიდვა და თბილისში გადაბარგება.

    სამწუხაროდ, მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი, ოჯახის უფროსი გაუსაძლისი ტკივილებისგან გარდაიცვალა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ქვეყანას მისი მესამე ქალიშვილი – ნანიკო მოევლინა.

    ასე დარჩა ახალგაზრდა ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დამხმარე ხელის, საცხოვრებლის და საარსებო წყაროს გარეშე….

    ხან ნათესავებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ – ქირაობდნენ ბინას, მაგრამ როდესაც მთლიანად ამოეწურათ დანაზოგი, სასაფლაოზე დასახლდენენ, მიტოვებული საყარაულოს ნახევრად დანგრეული ბარაკში.

    პირველ ხანებში, ეშინოდათ, მაგრამ მერე შეეჩვივნენ… მიცვალებულები ხომ ცოცხლებისგან განსხვავებით ზიანს არ მოგაყენებენ…ისინი არ გიღალატებენ და არ მოგატყუებენ…

    ბავშვები ბეტონის იატაკზე წვანან. ჭერსა და ფანჯრებზე ცელოფნის პარკები აქვთ აკრული. ბავშვები ხშირად ცივდებიან გამჭოლი ქარისგან და სინესტისგან.

    რუსუდანი და მისი ქალიშვილები დარჩენილნი არიან მიზერული სოციალური შემწეობისა და ობლობის პენსიის ამარა, რაც მხოლოდ რამდენიმე დღის საკვებისთვის თუ ყოფნით, შემდეგ კი შიმშილობენ და დახმარების მოლოდინში არიან.

    მეგობრებო, თუ თქვენ ეს ისტორია გულთან ახლოს მიიტანეთ და გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ფრიდინაშვილების ოჯახს ტანსაცმლის და პროდუქტების შესყიდვაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე

    📌GE15TB7194336080100003 ან

    📌GE64BG0000000470458000

    (დანიშნულება: რუსუდან ფრიდონაშვილი)

    წყარო: alia. ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    • 12
      Shares
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here