Загрузка...
მთავარი ახალი ამბები დღეიდან: რა მოხდება, თუკი ქუჩაში მარიხუანას მოვწევთ

    დღეიდან: რა მოხდება, თუკი ქუჩაში მარიხუანას მოვწევთ

    38
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა. ახალმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღაფრთოვანა, თუმცა გაჩნდა კითხვებიც – რისი უფლება ეძლევა კანაფის მომხმარებელს და რა შემთხვევაში შენარჩუნდა ამ ქმედების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. “მეტრონომს” იურისტი გურამ იმნაძე პასუხობს.

    loading...

    თუ ქუჩაში მივდივარ და მარიხუანას ვეწევი, რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა მეკისრება?

    საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მარიხუანას პირადი მოხმარება აღარ განიხილება სისხლის სამართლის საქმედ, ანუ პირადი მოხმარება გამორიცხავს დაპატიმრებას, თუმცა, რჩება ადმინისტრაციული სასჯელი, რაც გულისხმობს პირველ ჯერზე 500 -ლარიან ჯარიმას, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარიან ჯარიმას.

    თუ  მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის სახლში ან ჩანთაში/ჯიბეში მაქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

    საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, არ შეცვლილა შენახვა-შეძენასთან დაკავშირებული მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პირი ინახავს, ან შეიძენს მარიხუანას, ამ შემთხვევაში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება. ეს მუხლი არ ეხება 5 გრამამდე მარიხუანას ერთჯერადად შენახვას, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი, ანუ ჯარიმა იგულისხმება. თუმცა განმეორებით, თუნდაც 5 გრამამდე ამ ნივთიერების შენახვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზია.

    მაშინ, რა სიახლეა კანონპროექტში, რას ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?

    საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებამდე, პირი მარიხუანას პირადი მოხმარების შემთხვევაშიც კი სისხლის სამართლის დევნის ობიექტი ხდებოდა. ახალი პროექტით, რომელიც ადმინისტრაციულ სასჯელს, ანუ ჯარიმებს ითვალისწინებს, პირი პირადი მოხმარებისთვის აღარ დაპატიმრდება, თუმცა, ეს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ სასჯელს, ანუ ჯარიმებს გულისხმობს, ხელს უწყობს იმასაც, რომ მსუბუქი ნარკოტიკების გავრცელება არ მოხდეს.

    წყარო:metronome. ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here