ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს – geonewest.com
Загрузка...

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

Загрузка...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის ბიჭი მოკლეს.

loading...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი – საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება, ხოლო მეორე – მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მის სახელსა და გვარს სრულად, შეგნებულად არ ვასახელებთ. ინციდენტში სავარაუდოდ, 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

წყარო:news.mcvane. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 1
    Share
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!