Загрузка...

მოკლული 17 წლის ბიჭის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს!

loading...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო.

Загрузка...

მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები არიან. გუშინ საღამოს მათ შორის სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი გულის არეში დაჭრეს.

გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ. ბრალდებული და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. მოკლული სკოლის მოსწავლე დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

შგახსენებთ, რომ წუხელ დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი 17 წლის ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.

ipn. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 31
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!