Загрузка...

,,დარწმუნებული ვარ, მკვლელთა ოჯახები დიდი ხანია გრძნობდნენ ამ სისასტიკეს”

loading...

თამარ ივერი სოციალურ ქსელში მოკლულ ბიჭებზე წერს:

Загрузка...

,,რატომ ღმერთო რატომ??? ვეძებთ ყველა გზას…აი მთავრობაა დამნაშავე,აი 90წლები ბრუნდება,აი მანდატურების უყურადღებობის ბრალია,აი,მეტალდეტექტორებია საჭირო,აი,აი და აი….სინამდვილეში კი არ გვინდა რეალობის სარკეში ჩავიხედოთ რომ მკვლელი ოჯახში ფორმირდება და ყალიბდება.მკვლელებად თავად ოჯახი ზრდის ბავშვს,სრული გულგრილობა შვილების გატაცებებზე სასტიკ ინტერნეტ თამაშებით,სრული არაჰუმანურობა მის აღზრდაში,გულგრილობა მის საეჭვო საქციელებში,ოჯახის წევრთა თუ მეზობლებისადმი ,უბნელებისადმი აგრესიაზე და აჰა,შედეგიც.ეს ერთ დღეში მომწიფებული სისასტიკე არაა.დარწმუნებული ვარ ამას მკვლელთა ოჯახები წლების მანძილზე გრძნობდნენ და ეს ტრაგედია მათმა უმოქმედობამ და ინდიფერენტულობამ მოიტანა.ასე რომ,პირველ რიგში,ოჯახები გამოფხიზლდით და შევიგნოთ რომ მხოლოდ “სალაფავი”ს მიცემა და ოჯახში WIFI ს და კომპიუტერის ქონა არ არის შვილისადმი კომფორტის შექმნა!!!! თორემ შემდგომ ფუჭია ყოველი სახელმწიფოზე და სტრუქტურებზე გადაბრალებები.წავა და სულაც სადღაც  ტყეში მოკლავს და თავისას მაინც გააკეთებს.დღეს ქვეყანა სწორედ ასეთ ოჯახებში ცუდად გაზრდილ კი არა,ცუდად აღზრდილი მოზარდების მსხვერპლებს ჰგლოვობს და არა სკოლებში ცუდად დაცულებს!!”

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 39
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!