როგორ ემზადება გამარჯვებისთვის გერმანული „ვოისის“ ქართველი მონაწილე – geonewest.com
Загрузка...

როგორ ემზადება გამარჯვებისთვის გერმანული „ვოისის“ ქართველი მონაწილე

loading...

გერმანული “ვოისის” ნახევარფინალი კვირას გაიმართება, ქართველ კონკურსანტს  ნათია თოდუას  ნახევარფინალისთვის შესარჩევ კონკურსზე “Feeling good” “Sing Off” ეპიზოდის  შესრულებისას  დარბაზი და ჟიური ფეხზე წამოუდგა.

Загрузка...

არანაკლები სიამაყით გულშემატკივრობს ნათიას ქართველი მსმენელიც, “დანკე შონ” – საქართველოში დაუფასებელო ტალანტო, წერს მის კედელზე ერთ-ერთი მისი ნიჭის თაყვანისმცემელი.

“ალიაში“ ორი თვის წინ გამოვაქვეყნეთ ნათიასთან ინტერვიუ, სადაც ის იმ რთული გზის შესახებ გვიყვებოდა, რაც გერმანულ “ვოისამდე” გაიარა. ამჯერად უკვე  ნახევარფინალში დიდი წარმატებით გადასულმა ჩვენს კითხვებს ისევ  გერმანიიდან უპასუხა :

 

– ახლა ვემზადებით ნახევარფინალისთვის. თითო მენტორს 3 მონაწილე ყავს. ყველანი ერთად  თორმეტნი  ვართ. 10 დეკემბერს გერმანიის დროით 20:15  Sat1 არხზე დაიწყება ლაივი  სადაც მხოლოდ მაყურებლის ხმის მიცემით ( დარეკვით ნომერზე რომელიც ლაივის დაწყებისას გამოცხადდება )გამოირჩევა 12 დან 4 ფინალისტის ვინაობა. შემდეგ უკვე ფინალისთვის მზადება იქნება, თუ ეს ბედნიერება მეღირსა, აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს.

 ნათია, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჟიურის უდიდესი მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვე.

– დიახ, უბედნიერესი ვარ, რომ ამ ეტაპამდე ჟიურის გადაწყვეტილებით მომეცა უფლება მოვსულიყავი, ნახევარფინალს და ფინალს რაც შეეხება, აქ უკვე მაყურებელი და მათი ხმები წყვეტს ყველაფერს.

– რაც შეეხება შანსებს, რას იტყვი, როგორი განცდა და მოლოდინი  გაქვს ნახევარფინალში ?

– წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვერსია  იმ სიმღერის რასაც შევასრულებ ნახევარფინალში , საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება . ესაა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩემთვის როგორც მომღერლისთვის და რაც შეეხება ფინალს , რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება , იქნებ სასწაული მოხდეს და ფინალშიც გადავიდე.

ლაურა აბრამია

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 10
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!