Загрузка...
მთავარი ახალი ამბები ქართველი მსაჯი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს ….

    ქართველი მსაჯი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს ….

    33
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ტყეში ჩამოხრჩვალი იპოვეს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

    loading...

    ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმც ამ ინფორმაციას ვერ ვაზუსტებთ.

    ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.

    რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.

    უკავშირდება თუ არა პროფესიულ საქმიანობას, ამ დეტალების გარკვევას ახლა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ.

    ამ დროისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.

    „გურია თუდეი“

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    • 57
      Shares
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here