Загрузка...
მთავარი ახალი ამბები ცნობილია იმ ბინის მისამრათი, სადაც სააკაშვილის შინაპატიმრობის გატარებას პროკურატურა ითხოვს

    ცნობილია იმ ბინის მისამრათი, სადაც სააკაშვილის შინაპატიმრობის გატარებას პროკურატურა ითხოვს

    56
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი შემდეგ მისამართზე უნდა გაატაროს: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

    loading...

    ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული.

    როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს:

    „სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
    დაცვის მხარე ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგება.

    მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

    მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

    metronome. ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here