Загрузка...
მთავარი ჯანმრთელობა რა სიმპტომები აქვს ყავის „ლომკას“?

რა სიმპტომები აქვს ყავის „ლომკას“?

45
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

ის, რაც მაღვიძარაზე უკეთ გვაფხიზლებს და დილის სიახლეებს პოზიტივით გვივსებს, მხოლოდ ყავაა, დიახ, შავი ყავა და დილის ყავის გამოტოვება, თურმე, ცუდი იდეაა!

loading...

ჩაგეძინათ და დრო არ გაქვთ ფინჯანი ყავის მისაღებად? გირჩევთ, სამსახურში გზად მაინც მიირთვათ და დილის ეს რიტუალი არ გამოტოვოთ…

აღმოჩნდა, რომ ჩვეული „ყავის რიტმის“ დარღვევა ნამდვილ „ლომკას“ იწვევს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ უნივერსიტეტ ჯონ ჰოპკინსის მეცნიერები.
ყავა ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, შედეგად კი ორგანიზმი სწრაფად ადაპტირდება და მარტივად უბრუნდება ჩვეულ რიტმს. და თუკი თქვენს სხეულს არ მიაწვდით მორიგ “დოზას”, ის აუცილებლად დაიწყებს შფოთვას.
რამდენადაც კოფეინი ორგანიზმიდან მხოლოდ (საშუალოდ) 24 საათის შემდეგ გამოიყოფა, „ლომკა“ სწორედ ბოლო ჭიქა ყავიდან 24 საათის შემდეგ იწყება.

თავის ტკივილი და სისუსტე
– ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია „ყავის ლომკის“ შემთხვევაში, მაგრამ ზოგს რეაქცია უფრო მძაფრი აქვს: ამ დროს გულისრევის შეგრძნება და კუნთების სპაზმიც აწუხებს. არაფერი გახსენდებათ?

კარგი სიახლე: თუკი ფიქრობთ, რომ ყავაზე ძალიან ხართ დამოკიდებული და გადაჩვევა გსურთ, ყველაფერი ეს თავისთავად დასრულდება ბოლო ფინჯანი ყავის მიღებიდან 2-9 დღის შემდეგ.

ახლა კი დაფიქრდით, ღირს კი ფინჯანი ყავის გამოტოვება დილაობით?

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 12
    Shares
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here