Загрузка...
მთავარი საზოგადოება ,,ეს გმირი იმის ღირსადაც არ ჩათვალეს, უსახელო ქუჩისთვის მისი სახელი დაერქმიათ!”

,,ეს გმირი იმის ღირსადაც არ ჩათვალეს, უსახელო ქუჩისთვის მისი სახელი დაერქმიათ!”

31
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,SOS SOS SOS SOS!!!
ბუშს და ვიღაც თურქენბაშს საქართველოში ქუჩა გაუხსენით და ………..
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
მინდია თემურის ძე აბაშიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 -ე ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის კაპრალი 2012 წლის 11 ოქტომბერს გმირულად აღესრულა ავღანეთში. მის საბრძოლო მანქანაში ხელყუმბარა ჩააგდეს,ის საკუთარი სხეულით გადაეფარა და აფეთქების ლოკალიზება სიცოცხლის გაწირვის ფასად შეძლო რითიც სამი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა.
მინდია აბაშიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოხალისედ წავიდა მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ომში.
ბათუმში ერთერთ ქუჩას ვიღაც თურქის სახელი მიანიჭეს, დედაქალაქში გვაქვს ბუშის ქუჩა, იდგმება მარაზმატიკული ,,ხელოვნების“ ძეგლები როგორიცაა ჩუსტების ძეგლი, ველოსიპედის ძეგლი, უცნობი რეპერის ძეგლი და ა.შ.
ნუთუ კაცმა, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და ამავდროულად სხვისი სიცოცხლეც იხსნა, განა არ იმსახურებდა მის მშობლიურ ადგილზე, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ თხინვალაში ჯერკიდევ უსახელო ქუჩას გმირულად აღსრულებული მინდია აბაშიძის სახელი მინიჭებოდა?
ფერადი ლითონი გმირის სახის ჩამოსასხმელად გენანებათ და ჩუსტების და უცნობი რეპერის უკვდავსაყოფად ეტყობა, არა.
გარდაცვლილის ჯარისკაცის დედა ლეილა ბერიძე პირადად შეხვედრია თავდაცვის მაშინდელ მინისტრ თინა ხიდაშელს. რა პასუხს უნდა ელოდე დედაკაცისგან, რომელიც საკუთარ შვილებს ქვეყნისთვის თავგანწირვას და პატრიოტიზმს არ ასწავლის? სახეზეა ხიდაშელის დამატებით კიდევ ერთი ტყუილი. ცხოვრების ირონია იყო ამ დედაკაცის გამინისტრება, თორე ხიდაშელს თავდაცვის მინისტრობა კი არა გმირ დედებთან მიახლოვება კანონით უნდა ეკრძალებოდეს.
სახელმწიფოს არავინ სთხოვს მინდია აბაშიძის დაფასებას ჩვენ მოვითხოვთ მის უკიდეგანო დაფასებას რადგან ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება.

loading...

ზოგიეთ უპასუხისმგებლო ხელისუფალს შევახსენებთ, რას ნიშნავს იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მატარებელი.
ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით:
• III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.
• II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
• I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მიენიჭოს ზემოთ აღნიშნულ უსახელო ქუჩას მინდიას სახელი, სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი ბიუსტის შესაქმნელად მასალა და თუ მოქანდაკეების პრობლემა აქვთ ან მათთვის ფულის გადახდა ეზარებათ, მე ვთხოვ ჩემს მეგობარ მოქანდაკეებს და უსასყიდლოდ დიდი სიამაყით გაამზადებენ გმირის ბიუსტს.
საქართველოს მიზანმიმართულად აუბედურებენ, ,,ღირებულებად“ მამათმავლობას გვტენიან, გმირებს ფორმალობად უდგებიან. ასეთი ტენდენციებით საზოგადოებაში ქმნიან ისეთ განწყობას, რომ საქართველოსთვის თავდადება აუცილებელი არ იყოს. ესაა არაპირდაპირი მესიჯი მომავალი თაობისთვის და ეს სარეველა დროულად უნდა მოვსპოთ, თუ რათქმაუნდა გვინდა რომ სახელმწიფოდ შევდგეთ თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში.

P.S. გარდაცვლილ გივი მელაძეს და მის დედას როგორც მოექეცით ეს სახეზეა.
როგორც კი ამ პოსტს რეაქციის გარეშე დატოვებთ მოქმედებაზე გადავალთ.”

alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 22
    Shares
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here