რას ითხოვდა ახმედ ჩატაევი ლიკვიდაციამდე – ისნის სპეცოპერაციის ახალი დეტალები! – geonewest.com
Загрузка...

რას ითხოვდა ახმედ ჩატაევი ლიკვიდაციამდე – ისნის სპეცოპერაციის ახალი დეტალები!

loading...

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია -,,საზოგადოებრივი” ექსკლუზიურად ახალ დეტალებს ავრცელებს.
ერთ-ერთი დაკავებულის ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ახმედ ჩატაევს სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის, იმ პირის გათავისუფლება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავა.
დადგენილების მიხედვით, მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩატაევი ცეცხლის გახსნითა და ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა. კიდევ ერთი აქამდე უცნობი დეტალი კი მათ საცხოვრებელ ადგილს უკავშირდება.

Загрузка...

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჩატაევი ოქტომბერში თანამზრახველებთან ერთად თბილისში სხვა მისამართზე ცხოვრობდა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კი მოგვიანებით გადავიდა. – ,,ნიუპოსტი”

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 8
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!