Загрузка...
მთავარი ახალი ამბები ,,როგორც ჩანს, პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფა, მსუყე გრანტით ჯილდოვდება”

    ,,როგორც ჩანს, პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფა, მსუყე გრანტით ჯილდოვდება”

    26
    0
    გაზიარება
    Загрузка...
    loading...

    ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
    ,,– წერილი მათზე, ვისაც ვერაფრით ვუწოდებ კოლეგებს.. ანუ რატიან- პოეტებს და ,,ძმათა,, მისთა…
    მეოცე საუკუნის ოციან წლებში როდესაც ბოლშევიკებმა საქართველო სისხლში აბანავეს და ჩვენი ნახევარი გენოფონდი მიწაში ჩადეს, მათ სამსახურში, მწერალთა და ინტელექტუალთა ერთი ნაწილი ჩადგა… შიშს დიდი თვალები აქვსო და მაშინდელი ,,ჯიბის,, პოეტები ერთმანეთს გაეჯიბრნენ ლენინზე, პარტიასა, თუ კომკავშირზე ნაწარმოებების თხზვაში… დამპყრობელი ,,წითელი არმიის,, ქება დიდებაში და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთმა არც თუ უცნობმა პოეტმა, საქებარი ლექსიც კი მიუძღვნა, იმ სატვირთო მანქანას, რომლითაც დასახვრეტი პატიმრები გადაყავდათ ჩეკისტებს…

    loading...

    ისტორია მეორდება და ამიტომ, ნუ გვიკვირს, რომ ნეოლიბერალ-ბოლშევიკებს თავისი გლობალისტური რეჟიმის ,,მწერლები,, ყავთ, პატრიარქის მაგინებელი რატიანების და სპეცსამსახურებში მწერლებად დანიშნულების სახით, რომლებიც წლების მანძილზე, ჩვენ თვალწინ ,,აპრავებენ,, ქვეყნის დეგრადაციის მიზანმიმართულ რეჟიმებს… არადა ამ ბიუჯეტის და ,,გრანტის,, იმედად მყოფ ,,ხელოვანებს,,, ახლა აშკარად მძიმე დრო დაუდგათ, რადგან ფულნაშოვნი ნაცებისგან განსხვავებით, ისინი ქოცურ მთავრობაში აღარავის ჭირდება, სახის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ძვირი ჯდება, ხოლო მათი გაცვეთილი სახეების დანახვისას ხალხს უკვე გული ერევა… რა ქნან ხელის ბიჭად ქცეულმა ,,კალმოსნებმა,, ასეთ ძნელბედობისას? თუ არა ისეთი სკანდალის მოწყობაა, რომელიც, მათ არსებობას შეახსენებს სოროსელ ბოსებს.
    ისე, როგორც ჩანს პატრიარქის საჯარო შეურაცხყოფა, მსუყე გრანტით ჯილდოვდება და ალბათ ამიტომ ეჯიბრებიან ,,ჩვენი კალმოსნები,, ერთმანეთს პატრიარქის შეურაცხყოფაში და ათასქვარ სიბინძურის ,,თხზვაში,, … ბევრი მათგანი შეიძლება იმ დღესაც წყევლის სოროსის სახელი, რომ დაიწერა გულზე, მაგრამ აშკარად გვიანია… უკვე ცხადად მუშაობს, აკაკი წერეთლის მიერ მათნაირებზე ნათქვამი ფორმულა—- გაცვეთილი კაცის უნდა გვეშინოდესო ….
    არადა მართლაც რამდენი ნიჭიერია მათ შორის და რა დასანანია, რომ თავის დროზე არავინ უპატრონა და არ განუმარტა, რომ მტრის სამსახურში დგომა, ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, საშვილიშვილო წყევლით ისჯება საქართველოში…. არადა ასეა, თქვენ, რომლებსაც ვერაფრით გიწოდებთ კოლეგებს, ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტები ხართ და რაც უფრო ადრე მოეგებით გონს და ადრე მიაშურებთ სოროებს, მით უფრო ადრე დაავიწყდება თქვენი ,,ნამოღვაწარი,, გამწარებულ ქართველობას…
    ეცადეთ… ეგებ დაგივიწყონ…..იმდენი მაინც ხომ იცით, რომ ქართველი ადამიანი ბოღმას, დიდ ხანს არ იჩერებს გულში…
    გურამ ქართველიშვილი

    alia. ge

    თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
    • 22
      Shares
    Загрузка...
    loading...

    დატოვე პასუხი

    Please enter your comment!
    Please enter your name here