Загрузка...
მთავარი კატეგორიის გარეშე ხალხმა მისი სხეული ტყეში იპოვა, როდესაც მისი ისტორია გაიგეს, მას ბრინჯაოს ძეგლი...

ხალხმა მისი სხეული ტყეში იპოვა, როდესაც მისი ისტორია გაიგეს, მას ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს!

26
0
გაზიარება
Загрузка...
loading...

ეს დიდი ხნის ისტორიაა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით დღემდე რჩება აქტუალურ თემად.

loading...

ახალგაზრდა წყვილმა ეს გარმანული ნაგაზი ჯერ კიდევ მაშინ შეიფარა, როდესაც ლეკვი იყო. როგორც იზრდებოდა ძაღლი ისე უფრო და უფრო უახლოვდებოდა თავის პატრონებს, თითქმის ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი იყო. ისინი ხშირად დადიოდნენ ბუნებაში აწყობდნენ პიკნიკებს მდინარე ვოლგას სანაპიროზე.

და ასე ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც არაფერი არ მეტყველებდა უბედურებაზე. ქალაქიდან გასულები მანქანით ეჯახებიან სხვა მანქანას. 20 წლის წინათ გამოსული მანქანები ჯერ კიდევ არ იყვნენ აღჭურვილი უსაფრთხოების ბალიშებით. ახალგაზრდა წყვილი, გოგო და ბიჭი, ადგილზე გარდაიცვალნენ.

სასწაულით გადარჩა მხოლოდ მათი ძაღლი.

ავარიის შემდეგ გონზე მოსული ძაღლი, შერიგებულად იჯდა და ელოდა თავის პატრონებს. გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, მაგრამ ერთგული ძაღლი ადგილიდან არ იძვროდა, ელოდა თავის ახალგაზრდა წყვილს.

მეზობელ სახლებში მცხოვრებლებმა შეამჩნიეს ძაღლი – რომელიც უკვე ერთი წელია იდგა გზაზე წვიმასა და თოვლში.

მოსახლეობა ცდილობდა ძაღლი წაეყვანათ სახლში ან გაეგზავნათ თავშესაფარში, მაგრამ ერთგული ოთხფეხა მეგობარი მაინც უბრუდნებოდა თავის ადგილას და ყოველდღე დასდევდა შინდისფერ მანქანებს, იმ იმედით, რომ შიგ თავის პატრონებს იპოვნიდა. სხვა ადამიანებთან ცხოვრება არ უნდოდა. 5 წელი – დიდი დრო არაა ერთგულებისათვის.

როდესაც მიხვდნენ რომ ძაღლს ვერ შეიფარებდნენ, დაიწყეს მისი გამოკვება, გაუჩნდათ მისადმი თბილი გრძნობა და სახელიც კი დაარქვეს კონსტანტინე, რაც ბერძნულად ნიშნავს “ერთგულს”. ეს ძაღლი, რომლის ისტორია შვიდი წლის შემდეგ ყველამ იცოდა, გახდა საპატივცემულო მოქალაქე ქალაქ ტოლიატინის.

ერთხელ როდესაც იმ გზაზე გადიოდა ავტობუსი, ხალხმა შეამჩნია, რომ, რაღაც შეიცვალა. ქუჩა თითქოს დაცარიელდა. მეზობელი სახლის მაცხოვრებლები გამოვიდნენ ჩვეულებისამებრ ძვალით ხელში, მაგრამ ძაღლი გზაზე არ იყო.

“ყველა ხედავდა მას, ყველა იცნობდა, ხოლო როდესაც მოკვდა, მათ გულში თითქოს რაღაც გადაბრუნდა, იმიტომ რომ ასეთი ერთგულება მათ არ ენახათ” – ყვება ნატალია მურომეცი ტოლიატის მაცხოვრებელი. მოგვიანებით კონსტანტინე მკვდარი იპოვეს ტყეში, სადაც ის წავიდა, სიკვდილი მოახლოება როცა იგრძნო.

მას შემდეგ ტოლიატინებს თავიანთი ქალაქი ძაღლის სიმბოლის გარეშე არ უნახიათ. 2003 წელს მოსახლეობამ მოაგროვა თანხა თავისი საყვარელი ძაღლის ძეგლისთვის, რომელიც სიმბოლო გახდა ტოლიატის. კონსტანტინი, უკვე ბრინჯაოდ ქცეული, ისევ ელოდება თავის საყვარელ ოჯახს, მთელი თავისი არსებობით, რომ ახსენებს ადამიანებს უმთავრეს – სიყვარულს და ერთგულებას, რის შესახებაც ადამიანებმა უკვე დიდი ხანია დაივიწყეს.

ამბობენ, რომ კონსტანტინეს ახალგაზრდებისათვის მოაქვს წარმატება და ასრულებს სურვილებს, თუ მის ცხვირს შეეხები. 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყეს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება რუს ჰაჩიკოზე, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც ადამიანებს ასწავლის ყველაზე მთავარ გრძნობას სიყვარულს და ერთგულებას.

თუ კი ამ ისტორიამ შენც შეგძრა, მაშინ შენს მეგობრებსაც გაუზიარე!

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 1
    Share
Загрузка...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here