Загрузка...

ამ წუთებში დინამო არენას მიმდებარედ სავარაუდოდ ნაღმს ეძებენ – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

loading...
loading...

თბილისში, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე სავარუდოდ ნაღმს ეძებენ – როგორც „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები და გამნაღმველებს ელოდებიან.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ვერცხლისფერი „ოპელის“ მარკის ავტომობილის ირგვლივ ტერიტორია შემოსაზღვრეს, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს კი ადგილის დატოვება და მანქანების გაყვანა მოსთხოვეს.

Загрузка...

ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გუშინ საქართველო-რუმინეთის რაგბის მატჩის დროს შევიდა დინამოს სტადიონის პარკინგზე და მას შემდეგ იქ დგას.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა იპოვეს, თუმცა დეტალები უცნობია და ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

newposts.ge

  • 20
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!