Загрузка...

პანიკა “ნაძალადევის” მეტროში – მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს!!

loading...
loading...

მეტროსადგურ “ნაძალადევზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს, – ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.
„მეტროსადგურ “ახმეტელიდან” მოვდიოდი „ნაძალადევზე” გამოაცხადეს, რომ ვაგონებიდან გამოვსულიყავით, მიზეზი არ ვიცი, ცოტა ხანში მომდევნო მატარებელი მოვიდა, თუმცა მოგეხსენებათ პიკის საათია და ერთდროულად ძალიან ბევრი ხალხი აღმოვჩნდით ვაგონებში, რამაც თავისთავად დისკომფორტი, უჰაერობა გამოიწვია“, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
„კვირა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.

Загрузка...

ისინი აცხადებენ, რომ სერიოზულ ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია.
„ერთი მოძრავი შემადგენლობა ჩიხში შევიდა მეტროსადგურ „ნაძალადევზე“, ამიტომ სადგურზე მგზავრებისგან დაიცალა ვაგონები, მათ მომდევნო მატარებლით ისარგებლეს, ეს იყო და ეს, რაიმე სერიოზულ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებენ კომპანიაში.

kvira. ge

  • 21
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!