Загрузка...

წარუმატებელი “ხუმრობა” ბიჭს 60 ათასი ევრო დაუჯდა

loading...
loading...

2015 წელს ესპანეთში მცხოვრებმა 24 წლის ბიჭმა გადაწყვიტა უხეშად ” ეხუმრა,” უბრალოდ ქუჩაში მდგარი ქალისთვის. მარიო მონტელაგრე მიუახლოვდა 48 წლის ქალბატონს, რომელიც კატალონიაში, ბარსელონას დიაგონალ მარსის რაიონში იდგა .
ქალი ამ დროს გზის განაპირას იდგა და მეგობართან საუბრობდა. ყველაფერ მომხდარს, თქვენ ნახავთ ვიდეოში, რომელსაც ბოროტი გამთამაშებლის ნაცნობი იღებდა. ახალგაზრდა ბიჭი თავდაპირველად უზრუნველად ათამაშებს თითებს, შემდეგ კი მსხვერპს უკნიდან მთელი ძალით მარცხენა ფეხზე არტყამს ფეხს, რაც საწყალი ქალის წაქცევას იწვევს.
უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ, კატალონიის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ისინი ითხოვდნენ იმ ადამიანის მოძებნას, რომელიც თვლიდა, რომ ქალზე თავდასხმა უპასუხოდ შერჩებოდა.

Загрузка...

ამ მიმართვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, დაიწყო მასობრივი ანტიკომენტარები და გამოხმაურებები ხალხის მხრიდან, რის შედეგადაც ბიჭი შერცხვენილი და მონანიე თვითონ გამოჩნდა პოლიციაში.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამ სულელურ და საშინელ გათამაშებაზე. ბრალდებული დათანხმდა დაზრალებულისათვის გადაეხადა 60 ათასი ევრო მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად უხეში ხუმრობის გამო. პროკურორების თავდაპირველად უნდოდათ დაეჯარიმებინათ 45 ათასი ევროთი, მაგრამ ბიჭმა იმის სადემონსტრაციოდ, რომ შეგნებული ქონდა თავისი დანაშაული თვითონ გამოთქვა სურვილი 60 ათასის გადახდის.

მონტელაგრე გულწრფელად წუხს, რომ მის გამო ქალს ფეხი სერიოზულად დაუზიანდა.დაზიანებული ქონდა მუხლი და ტერფი, რის გამოც ქალს საავადმყოფოში ყოფნა ორთვენახევარს მოუწია.

სამწუხაროა, რომ კაცი თავიდან არ აანალიზებდა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა მის სულელურ გამონახტომს და მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ შეძლო სწორად და ადეკვატურად შეეფასებინა მომხდარი. აწი კი ჭკუაში ჩავარდნილი, საკმაო თანხის გადახდის შემდეგ უკვე უფრო ჭკვიანურად და გონივრულად მოიქცევა.

  • 21
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!