დღისით ისინი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვები ა რიან, მაგრამ ღამით მათი სხეული მთლიანად იცვლება – ფაქტი, რომელსაც მედიცინაც კი ვერ ხსნის! “6 ფოტო+ვიდეო” – geonewest.com
Загрузка...

დღისით ისინი სრულიად ჩვეულებრივი ბავშვები ა რიან, მაგრამ ღამით მათი სხეული მთლიანად იცვლება – ფაქტი, რომელსაც მედიცინაც კი ვერ ხსნის! “6 ფოტო+ვიდეო”

loading...

დღის განმავლობაში, 13 წლის შოაიბ აჰმედი და მისი 9 წლის ძმა აბდულ რაშიდი არაფრით განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან — დასეირნობენ და ეზოში მეგობრებთან თამაშობენ.
მაგრამ მზის ჩასვლისთანავე, პაკისტანელი ძმები პარალიზებული ხდებიან — მზის ამოსვლამდე არც მოძრაობა შეუძლიათ, არც ლაპარაკი. ეს მსგავსი სიმპტომების პირველი ცნობილი შემთხვევაა; ექიმებს წარმოდგენა არ აქვთ, რასთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე.„ეს შემთხვევა გამოწვევად მივიღეთ. ჩვენი ექიმები ამჟამად სამედიცინო ტესტებს აკეთებენ, რათა დაადგინონ თუ რატომ ხდება, რომ დღის მანძილზე აქტიურ ბავშვებს მზის ჩასვლის შემდეგ არათუ ლაპარაკი, თვალების გახელაც აღარ შეუძლიათ“, — ამბობს პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებების მედიცინის პროფესორი ჯავედ აკრამი. ძმებს ზედმეტსახელად „მზის ბიჭები“ დაარქვეს. წლის დასაწყისიდან ისინი მკაცრი დაკვირვების ქვეშ, ისლამაბადის საავადმყოფოში ცხოვრობენ. მათ უკვე ჩაუტარდათ 300-მდე ტესტი.როგორც ბავშვების მამამ Associated Press-ს განუცხადა, პირველი, რასაც ექიმები ამოწმებენ არის ის, დაკავშირებულია თუ არა ეს შემთხვევა თავად მზის სინათლესთან და არა დღის პერიოდთან. მისი აზრით, ბავშვები ენერგიას მზისგან იღებენ.

Загрузка...

თუმცა ეს მოსაზრება მედიკოსებმა უარყვეს, რადგან როგორც მათ შეამოწმეს, ბიჭებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ დღისით, ჩაკეტილ, ბნელ ოთახში.დადგინდა ისიც, რომ ბავშვებს არ აღენიშნებათ ნერვული დაზიანებით გამოწვეული დროებითი დამბლა ან ძილის დამბლა.
ყველაზე დიდი ალბათობით, ეს უნიკალური შემთხვევა გარკვეულწილად დაკავშირებულია გენეტიკასთან — ბიჭის დედ-მამა ალალი ბიძაშვილები არიან; ეს პრაქტიკა პაკისტანში საკმაოდ გავრცელებულია.თუმცა, ექიმები გადაჭრით ვერ ამბობენ თუ რომელ გენებს აქვს ასეთი მკაცრი და იზოლირებული ეფექტი ბიჭების ქცევაზე.
იგივე სიმპტომებით, წარსულში ოჯახს 2 ბიჭი უკვე დაეღუპა, მაგრამ ჰყავთ გოგონაც, რომელიც სრულიად ჯანმრთელია.
ამჟამად ექიმები ოჯახის საცხოვრებელი ტერიტორიიდან ნიადაგისა და ჰაერის ნიმუშებს იღებენ, რომლებსაც ძმების სისხლთან ერთად საზღვარგარეთ გაგზავნიან გამოსაკვლევად.
„მინდა ექიმი გამოვიდე“, — უთხრა Associated Press-ს შოაიბმა. მის უმცროს ძმას კი სურს ისლამის სწავლული გახდეს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 45
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!