Загрузка...

შემზარავი ავარია სოფელ ბაილეთში-მანქანა რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, ხრამში გადავარდა, შემთხვევას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

loading...

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ოჯახი ბაილეთიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდნენ.

Загрузка...

ავტოავარიის შედეგად, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

საჭესთან უფროსი შვილი ე. ჩ. იჯდა.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე “ოპელის” მარკის ავტომანქანამ მაშინ გამოიარა, როცა გზაზე ქალბატონი გადადიოდა, რომელსაც ეტლში ბავშვი ჰყავდა.

მძღოლმა ფეხით მოსიარულეებს მანქანა ააცილა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან სამ მეტრში გადავარდა.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 27
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!