დედის საყვარელმა 4 წლის გოგონა იმისთვის სცემა, თვლა რომ არ იცოდა – geonewest.com
Загрузка...

დედის საყვარელმა 4 წლის გოგონა იმისთვის სცემა, თვლა რომ არ იცოდა

loading...

კრასნოიარსკში მცხოვრებმა 20 წლის კაცმა თავისი საყვარლის შვილი სასტიკად ცემა ტელეფონის დამტენის კაბელითა და ქამრით, გვატყობინებს Daily maili-ი.
დაზარალებულის დედა 31 წლის მარია ბელონოგოვა ცემის მოწმე იყო, მაგრამ გაცოფებული საყვარლის შეჩერება არც უცდია, უფრო მეტიც, ბავშვი საავადმყოფოშიც არ წაუყვანია, ეშინოდა, რომ მის საყვარელ მამაკაცს პოლიცია დაიჭერდა.
ქალი თვითონ შეეცადა ბავშვის განკურნებას.
მომხდარი გაიგო ნაცნობმა 45 წლის ქალმა ალექსანდრამ, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა მათ ბინაში.
“მე ძალიან შემეშინდა-ვაი თუ ბავშვი მოკვდეს”-თქვა ალექსანდრამ.

Загрузка...

ამ ვიდეოში 20 წლის ბიჭი ყვება, თუ როგორ მოხდა ცემა.
დაზარალებული გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, მისი 6 წლის და გადასცეს სოციალურ-რეაბილიტაციურ ცენტრს. გოგონას სხეულზე თითქმის არა აქვს დაუზიანებელი ადგილი. ცემის კვალი აღმოჩენილია ზურგზე, თავზე და მკერდზე.
ქამრით მას შემდეგ მივარდა გოგონას კაცი, როდესაც მან ხუთამდე დათვლა ვერ მოახერხა.
ნაცემი გოგონას დედა ამბობს: “იმიტომ არ შევაჩერე საყვარელი,რომ შემეშინდა ცხელ გულზე მეც არ მომხვედროდა”
გამოირკვა, რომ დაკავებული რუსეთში აზერბაიჯანიდან იყო ჩამოსული. მისი სახელია ბახრამი. აჟამად ის სასჯელს იხდის.
მას წამების მუხლით ასამართლებენ და ემუქრება შვიდწლიანი პატიმრობა.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 27
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!