Загрузка...

საუკეთესო ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით!

loading...

ნებისმიერი ქალი ოცნებობს რომ, ხელის გულზე ატარონ და მის ყოველ კაპრიზი შეასრულონ. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება. იქნება თუ არა, თქვენი რჩეული საუკეთესო ქმარი? ამის გარკვევა შესაძლებელია ასტროლოგიის დახმარებით! ამ სტატიით თქვენ გაიგებთ, ვინ არის საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ყველაზე ერთგული ქმარი-კურო
მომთმენი კუროებისათვის ოჯახი ყველაზე ძვირფასი ფასეულობაა მისთვის. ისინი ერთგული ქმრები არიან და არასოდეს არ ღალატობენ და არ იწვევენ მეორე ნახევარს კონფლიქტში. სიხარულით მიაქვთ ოჯახში გამომუშავებული თანხა და მაქსიმალურად ცდილობენ ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებას.
ასეთი ქმარი უპრობლემოდ დაეხმარება სამზარეულოში, მოუსმენს მეუღლეს სამსახურის პრობლემებს და დასამშვიდებლად საჩუქრებით აავსებს. კუროებს არ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები მეუღლეების მიმართ-მთავარია მათი ერთგულები იყვნენ და მათ ერთად აშენონ მყარი ოჯახი.
ყველაზე საიმედო-თხის რქა
თხის რქები სერიოზულად უდგებიან ოჯახს და ირჩევენ ერთადერთს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომაც ისინი ხშირად რჩებიან მარტოხელები, მაგრამ თუ დაქორწინდნენ, მაშინ სამუდამოდ. უდიდესი შრომისმოყვარეობა ეხმარება ამ ნიშანს ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ ყავდეს. თხის რქისათვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქალი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს. ის ხშირად გვიანობამდე რჩება სამსახურში, მაგრამ ის ამას საჩუქრებითა და ყურადღებით ანაზღაურებს.
არ ელოდოთ ამ ნიშნისაგან ლამაზ სიტყვებს, პაემან-სიურპრიზებსდა სხვა რომანტიკულ სისულელეებს. ეს მამაკაცები თავის სიყვარულს გამოხატავენ მხოლოდ სასრგებლო და რაციონალური საქმიანობით. ისინი ამართლებენ გამოთქმას “ქვის კედელი,” მართლაც ასე დაცულად გრძნობენ ქალები თავს მათ გვერით.
ყველაზე რომანტიკული ქმარი-სასწორი
მამაკაცი სასწორი ცოლებს პრინცესასავით ექცევიან. ანებივრებენ საჩუქრებით ყოველმიზეზგარეშე და თავიანთ გრძნობებს სრულიად გულწრფელად გამოხატავენ. პაემნები ეგზოტიკურ ადგილებში, ულამაზესი თაიგულები და სერენადები ფანჯრის ქვეშ მათი ცოლების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება. არ ინანებთ თუ ამ ჰაერის სტიქიას ცხოვრების თანამგზავრად აირჩევთ.

Загрузка...

ქმრები-სასწორები გამოუსწორებელი რომანტიკოსები რჩებიან, მრავალწლიანი ქორწინების შემდეგაც. ის თავის საყვარელ ქალს აფასებს, როგორც მისი ბედნიერების წყაროდ, ამიტომ მზად არის მისი ღიმილისათვის ყველაფერი გააკეთოს. ის ყოველთვის ეცდება რბილად აუაროს გვ ერდი ყოფით პრობლემებს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მას ძალიან აღიზიანებს, ეს არის დახმარება საოჯახო საქმეებში, რასაც ვერ იტანს და თეფშები მაინც დაურეცხავი დარჩება, ამიტომ ჯობია, რომ თვითონ გარეცხოთ!
ყველაზე მეოჯახე დაგამგებიანი ქმარი-კირჩხიბი
კირჩხიბი ქმარი ყოველთვის მოგისმენს, დაგეხმარება სიტყვითაც და საქმითაც, ნამდვილ მეგობრობას გაგიწევთ. ის გრძნობს ქალის ხასიათის ცვალებადობას და იცის როგორ მოიქცეს კამათისა და სიძნელეების დროს. ყველაზე უკეთ შეუძლია თანაგრძნობა, გვერდში დგომა, დამშვიდება. კირჩხიბი თამამად უხსნის გულს მის რჩეულს და მისგანაც იგივეს ელოდება.
კირჩხიბი უბრალოდ აღმერთებს თავის ოჯახს, მზადაა ოჯახში გაატაროს თავისუფალი დრო და საოჯახო საქმეებიც კი გააკეთოს: საჭმლის მომზადება, დალაგება, გარემონტება თუ პამპერსის გამოცვლაც. ამავ დროულად წყლის სტიქიის წარმომადგენელს შეუძლია ფინანსური უზრუნველყოფა საჭიროზე მატადაც. კირჩხიბს სიამოვნებს თუ მისი მეუღლე თავს კოფორტულად და უზრუნველყოფილად გრძნობს და არაფერს იშურებს მისთვის.
ყველაზე ხელგაშლილი და მზრუნველი ქმარი-ლომი
ლომებს ძალიან უყვართ საკუთარი თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ უყვარდეთ თავიანთი მეორე ნახევრები. როგორც ცეცხლის წარმომადგენლები ისინი თავიანთ მეუღლეებს, დედოფალივით ექცევიან. ანებივრებენ ყურადღებითა და ძვირფასი საჩუქრებით, ახალ შთაბეჭდილებებს ჩუქნიან და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან იცავენ. ისინი მზად არიან უკანასკნელი ფული დახარჩონ საყვარელი ქალის სამკაულზე ან ტანსაცმელზე.
ლომის ცოლობისას თქვენ კომპლიმენტების უკმარისობა არ შეგაწუხებთ. ამ კომპლიმენტებს მოისმენთ, როგორც მასთან პირისპირ ასევე ხალხის თანდასწრებით. არსებობს მხოლოდ ერთი წესი: არ დაგავიწყდეთ ლამაზად და მაღალფარდოვნად გამოხატოთ აღფროვანება მის მიმართ, სასურველია ყოველდღე. სხვა შემთხვევაში ის შეწყვეტს თქვენდამი ყურადღების გამოხატვას და შესაძლოა წავიდეს სხვა უკეთესი პარტნიორის მოსანახად.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 27
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!