Загрузка...

რატომ არ შეიძლება ჭექა-ქუხილის დროს შხაპის მიღება ან თეფშების რეცხვა? ინფორმირებული ხარ-გადარჩენილი ხარ!

loading...

თქვენ ჭექა ქუხილის გეშინიათ? იკრუნჩხებით, როდესაც ქუხილი აყრუებს ყველაფერს და ელვა ანათებს სიბნელეს? გარბიხართ ფანჯრის დასაკეტად და ელექტროენერგიისა და სინათლის გასათიშად? და სწორადაც იქცევით!
თუ თქვენ ცდილობთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თქვენი გამომეტველებით გამოხატავთ, რომ ოდნავადაც არ გეშინიათ ჭექა- ქუხილის, უსაფრთხოების წესების დაცვა მაინც აუცილებელია. მხოლოდ ნუ იტყვით, რომ ეს ბებიის ზღაპრებია და დღეს სახლი სრულებით დაცულია. ჭექა-ქუხილი, როგორც ასეული წლების წინათ იყო საშიში, დღესაც ასეთივე საშიშია.
დიახ, დღევანდელი სახლები მეხამრიდებით დაცულია, მაგრამ ელექტროენერგიის გათიშვა მაინც აუცილებელია.
არის კიდევ მილები, სადაც წყალი მიედინება, რაც ელექრტროენერგიის კარგი გამტარია, ხოლო ელვა ამ ენერგიის შესანიშნავი წყაროა.

Загрузка...

 

ჭექა-ქუხილის ნაციონალური მეტეოროლოგიური უსაფრთხოების სპეციალისტი ჯონ იენსენიუსი გვირჩევს რომ, ამ მოვლენის დროს თავი შორს დავიჭიროთ ელექტრო კაბელებისა და წყალგაყვანილობისაგან, თუ გვინდა, რომ სახლში უსაფრთხოდ ვიყოთ.”არ შეიძლება ბანაობა, ხელების დაბანვა, თეფშების გარეცხვა. განერიდეთ ყოველივე ამას ჭექა-ქუხილის დროს.” აკონკრეტებს სპეციალისტი.
თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ, რომ წყალი პლასტიკურ მილებში გაედინება, მაგრამ ხომ გაედინება მაინც. ამიტომაც არ გამოცადოთ ბედისწერა, არ შეეხოთ ონკანებს.
“ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეცემოდა ელვა მიწაზე და მანდ თუ გუბურა იყო, ცეცხლი წარმოიქმნებოდა,”-თავისი გამოცდილებიდან მაგალითი მოყავს ჯონი იენსენიუსს.
გარდა ამისა სან-ტექნიკაც გასათვალისწინებელია, საიდანაც წყალი მოედინება. აქ მთავარია იმის გარკვევა, არის თუ არა აშენებული სახლი უსაფრთხოდ, აქვს თუ არა ჩამიწება.
“თუ შენებისას გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მაშინ სან -ტექნიკაც უსაფრო იქნება.”

რომ დარწმუნდეთ, ჩამიწება აქვს თუ არა თქვენს სახლში ელექტრო კაბელებს და წყალგაყვანილობას, საჭიროა შესაბამისი კითხვებით მიმართოთ ელექტრიკოსს.
როდესაც დაიწყება ჭექა-ქუხილი ნუ ითამაშებთ სუპერმენის როლს, ჯობია ყველა უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებს სწორი მიდგომა ვასწავლოთ, გავაფრთხილოთ მოსალოდნელ საფრთხეებზე და ვასწავლოთ სწორად რეაგირება, თუ ისინი სახლში მარტოდ აღმოჩნდებიან.
გაუფრთხილით საკუთარ თავს და ახლობლებს!

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 40
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!