Загрузка...

„შევედი დღეს კარფურში, უცებ შუაგულ დარბაზში უცნაური ჩოჩქოლი ატყდა“

loading...
loading...

პუბლიცისტი, ბლოგერი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:
„შევედი დღეს კარფურში, ასანთი მინდოდა მეყიდა და თანაც ვიფიქრე, იქნებ ახალ რეალიებთან დაკავშირებით ჩამეთვალოს, რომ კარფურში დავდივარ-მეთქი.
ყველა სამეთვალყურეო კამერასთან ვიდექი, ხელებს ვაქნევდი, სანდოდ ვიღიმოდი, გულზე კი ნიშანი მეკეთა “მე დავდივარ კარფური”.
და ასე შემდეგ.
უცებ შუაგულ დარბაზში უცნაური ჩოჩქოლი ატყდა.
მოჭიდავის აღნაგობის მამაკაცები აფუსფუსდნენ, და რაღაც უზარმაზარ ტომრებს ეცნენ, რომლებიც კარფურის თანამშრომლებმა გორგოლაჭებიანი საკაცეებით დარბაზში გამოიტანეს.
ფსევდო-მოჭიდავეებმა სტაცეს ამ ტომრებს ხელი, რკინის ურიკებში ჩააგდეს და სალაროებისკენ გაეშურნენ.
გზად კინაღამ მე არ მომიყოლეს, მაგრამ ვიხელთე და ტრავერტინის ბოძზე ავფოფხდი ტარზანივით.
მოვასწარი, თორემ გამიტანდნენ.
მერე ჩამოვსრიალდი ძირს და ერთ-ერთ გამიყვდველს შევეკითხე:
-ძვირფასო გამყიდველო…

Загрузка...

-მე გამყიდველი კი არა, მერჩენდაიზერი ვარ – ამაყად მითხრა გოგონამ, ბეიჯიკი დაიორთქლა და სახელოთი ნაზად გაიწმინდა.
ბეიჯიკი ოქროსფრად განათდა და გამოიკვეთა წარწერა: “თამუნა, მერჩენდაიზერი”.
მივხვდი, რომ სალანძღავი სიტყვა არ უნდა იყოს, მაგრამ დაკონკრეტება არ დავიწყე. სახლში მივალ და დავგუგლავ-თქო.
-პატივცემულო მერჩე…პატივცემულო თამუნა. რა ჩოჩქოლია აქ, რა ხდება? ვინ არიან ეს ვაჟკაცები და რას ეზიდებიან ასეთი მონდომებით?
-შაქარზე აქცია გვაქვს-მიპასუხა თამუნამ- კილო 99 თეთრი ღირს. დილიდან ელოდებიან ტომრების გამოტანას, ხოდა ეღირსათ.
თითო ტომარა 50 კილოიანი იყო.
-და ამდენი შაქარი რათ უნდათ?-გავიკვირვე- რამდენი ჩაი უნდა დალიო 50 კილო რომ დახარჯო?..
და უცებ გამაცივა:
– ომი ხომ არ გამოცხადდა შემთხვევით? ბათო-ყაენი ხომ არ დაბრუნებულა?
-არა-გაეღიმა თამუნას- ეს გადამყიდველები არიან. ორ ლარად გაყიდიან მერე შაქარს.
-აააააააააააააააა…-ამოვისუნთქე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ბოლო ტომარას მაინც ვტაცე ხელი. თუმცა ჩემთან ერთად იმ ტომარას ლევან თედიაშვილისნაირმა ტიპმა სტაცა ხელი და ჩემთან ერთად ჩატენა ურიკაში.
ახლა “კამაზის” საბარგულში ვგდივარ ტომრებს შორის და ტელეფონით ვპოსტავ.
“კამაზი” კი რაღაც გაუთავებელ აღმართზე ადის.
მგონი ხულოში მიაქვთ ტვირთი.
და მაინც, მერჩენდაიზერი რას უნდა ნიშნავდეს?
თუ გაიგებთ, დამიმესენჯერეთ.“

კომენტარებში მართლაც დაუწერეს: მერჩენდაიზერი–იგივე გაყიდვების მენეჯერი ყოფილა, ანუ ქართულად გაყიდვების ხელმძღვანელი პირი საკუთარი კაპიტალის გარეშე. გადაირევი კაცი თურმე ეს რა ყიფილა…

alia. ge

  • 23
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!