Загрузка...

მემუქრებიან… რეალური საფრთხის შეგრძნებაც გამოჩნდა – ანა სუბელიანი, რომელიც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა, შსს-გან დაცვას ითხოვს

loading...

ანი სუბელიანი, რომელიც „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ღამეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ცეკვავდა, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, ცეკვის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ის ასევე ამბობს, რომ მას ემუქრებიან სოციალურ ქსელში და ბოლო დროს ზეწოლის ობიექტი გახდა.
„მე მემუქრებიან ბავშვით. რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნებაც გამოჩნდა, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ რომ შევწყვიტო გარეთ სიარული,“ – განაცხადა ანა სუბელიანმა.

Загрузка...

ის ამბობს, რომ შსს ვალდებულია, მისი უსაფრთხოება დაიცვას.
ანა სუბელიანი ასევე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ მას არ მიეცა საშუალება, შს მინისტრთან პარლამეტში დახურულ შეხვედრას დასწრებოდა. ის ამბობს, რომ უარი თავად უწყების მხრიდან წამოვიდა.
ანა სუბელიანი ამბობს, რომ აქციის მეორე დღეს ის ცდილობდა, ჩართული ყოფილიყო პროცესებში, თუმცა, მისი ეს თხოვნა იყო იგნორირებული.
„სრულ გამჭირვალობას მოვითხოვ,“ – განაცხადა ანა სუბელიანმა.

ww. ge

  • 24
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!