Загрузка...

აი რა უნდა ჭამოთ, რომ არ გაოფლიანდეთ!

ქუჩაში ხომ უკვე ძალიან ცხელა! თითქოს ზაფხული დროზე ადრე დადგაო, თუმცა მის კანონიერ შემოსვლამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. ზაფხული მშვენიერია, ეს დასვენების, სითბოსა და მსუბუქი ტანსაცმელის დროა, მაგრამ არსებობს ერთი მინუსი, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს მაგალითად, დასვენება მეგობრებთან ან კოლეგებთან, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებით. ეს არის ძლიერი ოფლიანობა სიცხის დროს.
თავისთავად ოფლიანობა-ეს აბსოლიტურად ბუნებრივია. ეს ჯანმრთელი და სწორი რეაქციაა ორგანიზმის გარემო გამღიზიანებელზე-სიცხეზე. თქვენი ორგანიზმიდან გამოიყოფა წყალი და მარილი, რის შედეგად ხდება კანის გაგრილება. რაც უფრო აქტიურად მოძრაობთ სიცხეში და რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია ოფლიანობა. სველი ლაქა იღლიის ქვეშ და საშინელი სუნი რა თქმა უნდა დისკომფორტის შემქმნელია. ამასთან დეოდორანტები მხოლოდ პრობლემას ებრძვიან და არა მის გამომწვევ მიზეზს, ხოლო ეს პოპულარული დეოდორანტები ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სახარბიელოა. რეალურად ოფლიანობის შემცირება შესაძლებელია ჩვენი საკვები რაციონის გადახედვით და რადგან კართან მოახლოებულია სეზონი-ცხელი დღეების, ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა, რა ჭამოთ, რომ თავიდან აირიდოთ ძლიერი ოფლიანობა. გარწმუნებთ, რომ ამაში შეუძლებელი ნამდვილად არაფერია!

Загрузка...
  1.  დალიეთ მეტი ლიმონიანი წყალიადამიანების უმრავლესობა რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ ცხელ ამინდებში ნაკლები წყალი მიიღონ, რათა ოფლიანობა შეამცირონ. სინამდვილეში ასე არაა, უფრო პირიქით: რაც უფრო ნაკლებ წყალს მიიღებთ სიცხეში, მით მეტად დაირღვევა წყლის ბალანსი ორგანიზმში და უფრო ძლიერად დაიწყებს ოფლიანობას.საუკეთესო სასმელი სიცხეში არის-წყალი ლიმონის წვენით. ეს იდეალური სითხეა მცხუნვარე დღეებში: ის დაგიცავთ გადახურებისგან, ასევე ორგანიზმს შეავსებთ საჭირო მინერალებით. თუ არ გაქვთ ხელთ ლიმონი, შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყალი მიირთვათ! მაგრამ დაიმახსოვრეთ: არანაირი წვენები, ბურახი, კოლა ან ლუდი ვერ მოგიკლავენ წყურვილს, პირიქით უფრო მოგაწყურებთ. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი მწვანე ჩაი.
    სიცხეში ასევე რეკომენდირებულია კეფირი და იოგურტის მიღება. ამ პროდუქტებს ასევე სიცხის დამწევი ეფექტი გააჩნიათ, ასე რომ ჭიქა ცივი კეფირის ან იოგურტის შემდეგ ნაკლებად გაოფლიანდებით.
  2. მიირთვით მეტი ახალი მწვანილირაც შეიძლება მეტი! გადაჭარბება რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ ბოსტნეულის სალათი ყოველდღიურ კვების რაციონში უნდა შედიოდეს! კამა, ოხრახუში, კომბოსტო, სალათის ფოთლები-უნდა მიიღოთ ზაფხულში, რომ არ დაისიცხოთ. მწვანილი თქვენი თირკმლების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს, ზედმეტი სითხე ეფექტურად გამოყავს ორგანიზმიდან, რისი საშუალებითაც ამცირებს დატვირთვას თქვენი კანის ფორებზე.
  3. გამოიყენეთ ჩვეულებრივი პიტნა
    სერიოზულად! პიტნა მშვენივრად გვიცავს სიცხისგან და ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას ძლიერი ოფლიანობის. დაამატეთ ეს მცენარე რაშიც გნებავთ: ჩაიში, ლიმონათში, წყალში და ასე შემდეგ. ეს გეხმარებათ! ჩამოთვლილის გარდა, ნერვების დამშვიდებაში, ეს კი დამატებითი ფაქტორია ოფლიანობის წინააღმდეგ.
  4. კოჭა-მშვენიერი საშუალებაა, თუ არ გინდათ რომ ოფლიანობდეთ
    კოჭა ყველაფერთან ერთად ნერვულ სისიტემაზე დადებითად მოქმედებს, გვეხმარება სტრესის მსუბუქად გადატანაში, რაც ნერვულ ფონზე გაოფლიანებას ხელს უშლის. ასე რომ კოჭას ჩაი ცხელ დღეებში კი არ გაწყენთ, პირიქით, სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
  5. ოფლიანობის შესამცირებლად მიირთვით ტომატის წვენი.

    ამ თუნდაც უგემურ სასმელში, ბევრი სასარგებლო ელემენტებია, რომელთა შორისაა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვადასხვა სახის ანტიოქსიდატები. ეს სასმელი არეგულირებს და გვიცავს ზედმეტი ოფლიანობისგან ცხელ დღეებში. დალიეთ ტომატის წვენი ყოველდღე და თქვენ მალე იგრძნობთ პოზიტურ შედეგს.
    იმის გარკვევის შემდეგ, თუ რა უნდა მივირთვათ, რომ ოფლიანობა თავიდან ავიცილოთ, ახლა ორიოდე სიტყვით გეტყვით იმაზე, თუ რა არ უნდა მიირთვათ, თუ არ გინდათ თავიდან ბოლომდე გაოფლიანდეთ. მაშ ასე, ეს პროდუქტებია: ხახვი და ნიორი, ცხიმიანი, შემწვარი, მწარე, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, შავი ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი, მარილი.
    თავისთავად ზაფხული-ეს დასვენების დროა, გადამღლელი მძიმე სამუშაო წლის შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ არ ღირს სრულებით ავკრძალოთ ცხოვრების სასიამოვნო წუთები და უარი ვთქვათ ფინჯან ყავაზე და ლუდზე,უბრალოდ ცოტათი შევამციროთ მისი მიღება.
    გამოიყენეთ ეს რჩევები და იყავით მუდამ შეუდარებელნი!
  • 38
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!