ტელეექსპერიმენტი: ხუთი დღე მარტოობაში, კომფორტულ ოთახში ინტერნეტის გარეშე – geonewest.com
Загрузка...

ტელეექსპერიმენტი: ხუთი დღე მარტოობაში, კომფორტულ ოთახში ინტერნეტის გარეშე

loading...

შოუ “In Solitari” (მარტოობაში)- ანუ ხუთმა მოხალისემ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო შოუში, სადაც ისინი გამოიკეტებოდნენ კომფორტულ ოთახებში და სამყაროსგან ყოველგვარი კომუნიკაციით იზოლირებული იქნებოდნენ. ისინი დისკომფორტში არ იქნებოდნენ, პირიქით მათ რბილი საწოლები და სრულფასოვანი კვება ექნებოდათ ხუთი დღის განმავლობაში. პირობა მხოლოდ ერთი იყო: სრული მარტოობა, გააკეთე რაც გინდა. პირველი მსხვერპლი ექსპერიმენტის დაწყებიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა…

ამ შოუს მიზანი ის იყო, რომ დაკვირვებოდნენ ადამიანების ემოციებს და ენახათ შეძლებდენ თუ არა ისინი რამდენიმე დღის საინფორმაციო ვაკუუმში გატარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ ქონებოდათ თავიანთი საყვარელი სამი ნივთი, გარდა ელექტრონული გაჯეტებისა. 28 წლის, მომავალ ექთანს სარმენის უნდოდა უბრალოდ გამოეცადა თავისი გამძლეობა, ნებისყოფის უნარი. შევძლებ თუ არა საათების განმავლობაში სტრესთან გამკლავებას? ის ატირდა და უკვე ოთხი საათის შემდეგ დააჭირა საგანგაშო ღილაკს.

შარმენის სიტყვებით, მან ჯერ საშინლად მოიწყინა, რადგან თავშესაქცევი არაფერი ქონდა, შემდეგ კი პანიკის შემოსევები დაეწო. მან ვერ მოითმინა და ქმრის გამამხნევებელი წერილი გახსნა, თუმცა თავდაპირველად ამის გაკეთებას ექსპერიმენტის მესამე დღეს აპირებდა. ის განწირულად აჭერდა დახმარების ღილაკს, რადგან მიხვდა, რომ მარტო დარჩენას მეტი ვერ შეძლებდა და ამაში მისი დადანაშაულება ძნელია.

ტელეწამყვანმა ჯორჯმა პატიოსნად გაატარა პირველი დღეები, შემდეგ კი ნერვული აშლილობა დაემართა. კამერაში ხელოვნური განათება იყო დამონტაჟებული და დღე და ღამის გარჩევა შეუძლებელი, ამიტომაც მას დროის აღქმის პრობლემა შეექმნა. ტელეწამვანმა ნათურებს დაუწყო ჩხუბი, შემდეგ კი მიიღო ამაღელვებელი გადაწყვეტილება არ გაგიჟებულიყო და შეეწყვიტა ეს სულელური წამება.

Загрузка...


ინტერნეტდამოკიდებულმა ბლოგერმა ლოიდმა, რომელიც ამ შოუში ხედავდა თავისი ინტერნეტ დამოკიდებულების ჩვევასთან გამკლავების შანს, ამ კამერაში დაჰყო სრული ხუთი დღე, მაგრამ ძლივს გადაურჩა გაგიჟებას, რადგანაც მან საუბარი დაუწყო ფარულ კამერებს და სხვა საგნებს. როგორი უცნაური არ უნდა იყოს, ამ მეთოდმა გაამართლა და მან ამ დავალებას თავი 36 წლის მარტოხელა დედაზე, სარაზე უკეთ გაართვა, რომელსაც შიშისგან ღებინება დააწყებინა. შოუს ორგანიზატორები ერთი პერიოდი ფიქრობდნენ ჩარეულიყვნენ და შეეწყვიტად ექსპერიმენტი, მაგრამ რომ გაიხსენეს, ნებაყოფლობითი იყო მონაწილეობა, გადაიფიქრეს. ქალი უბრალოდ დასუსტდა და საწოლზე დაწოლილმა გაატარა დარჩენილი დღეები.

ყველაზე ორიგინალურად მარტოობის პრობლემას მიუდგა ლუსი-ბლოგერმა ფლომასტრები და ბევრი ქაღალდი მოიმარაგა. შემდეგ კი მთელი ხუთი დღე ხატვაში, ჭამასა და სმაში გაატარა. ის პრაკტიკულად ვერც გრძნობდა სტერსს, თუმცა აღიარა, რომ ამ სტრესთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა.

რა დასკვნა იქნა გაკეთებული ამ ექსპერიმენტიდან? ორგანიზატორებმა ეს მაყურებელს მიანდეს. ნათელია, რომ სოციალური არსება ადამიანი იტანჯება მარტოობისაგან, თუმცა თანამედროვე ადამიანები ამას ნაკლებად გრძნობენ ინტერნეტის დახმარებით. და აქ ისმება კითხვა: როგორ უმკლავდებიან მარტოობას პენსიონერები, პარალიზებული ადამიანები და ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საზოგადოებისაგან მოშორებით.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 28
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!