Загрузка...

დუბაის მოქალაქე თავის ცოლს ხელის მოწერიდან თხუთმეტ წუთში გაშორდა.

loading...
loading...

ქორწილი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ზოგჯერ ქორწინება ხდება სიყვარულით, ზოგჯერ საქმიანი გარიგებაა საქმროსა და საცოლეს შორის. ორივე შემთხვევაში წყვილი იმედოვნებს, რომ ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ. სამწუხაროდ პირველ შემთხვევაში, გრძნობა ზოგჯერ იკარგება და მეუღლეები შორდებიან. ამ მხრივ რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ქორწინება ანგარიშით უფრო მყარია. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხდება უკმაყოფილება, რაც განქორწინების მიზეზი ხდება.
გაერთიანებული არაბეთის საემირატოში, დაქორწინების მსურველმა კაცმა, უნდა გადაიხადოს სოლიდური თანხა გოგონას გამოსასყიდად. საქმრო მიმართავს მამას, რომელიც მას უწესებს თანხას.
მაშ ასე, ერთმა ახალგაზრდა არაბმა, ქორწინებაზე შეთანხმებულმა, თავის მომავალ სიმამრს ქორწილამდე გადაუხადა 13500$ , მეორე ნახევარი კი ქორწილის დასრულებისთანავე უნდა გაესტუმრებინა. მაგრამ კაცმა “ქორწილის დასრულებისთანავე,” შემდეგნაირად გაიგო.

როდესაც სადღესასწაულო ცერემონია დასრულდა და რესტორანში აპირებდნენ ახალდაქორწინებულები წასვლას, მათ გზა სიმამრმა გადაუჭრა და მოითხოვა დარჩენილი თანხის გასტუმრება.
ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ ასეთ თანხას თან არ დაატარებს, მაგრამ აქვს მანქანაში. მაშინ პატარძლის მამამ დაუყონებლივ ფულის მოტანა მოითხოვა. სიძემ უთხრა, რომ თვითონვე მოუტანდა დარჩენილ თანხას. თუმცა სიმამრმა მოითხოვა, რომ სიძე მასთან დარჩენილიყო, ხოლო ფულზე რომელიმე მისი ნათესავი წასულიყო.

Загрузка...

მთელი ეს ინციდენტი სტუმრების თვალწინ ხდებოდა.ახალგაზრდა მამაკაცმა ეს თავხედობად ჩათვალა. ის თავს დამცირებულად გრძნობდა თავისი ცოლისა და ნაცნობების წინაშე.
მაშინ მან თავისი აზრით საუკეთესო გამოსავალი იპოვა, ის უკანვე სასამართლოში შებრუნდა და განაცხადა, რომ განქორწინება სურდა. დაწესებულებაში მისი განცხადება მიიღეს და განქორწინება მისცეს. გაუგებარია, რაში სჭირდებოდა სიმამრს ასე სასწრაფოდ თანხა, მაგრამ მან რომ ქორწილი ჩაშალა და თავისი ოჯახი შეარცხვინა ფაქტია.

ახალგაზრდა წყვილის ქორწილმა მხოლოდ თხუთმეტი წუთი გასტანა. ეს ალბათ ყველაზე ხანმოკლე ქორწილი იქნება ყველა რეგისტრირებულ ქორწინებათა შორის, რომელიც ოფიციალურად იქნა უარყოფილი.
უცნობია შერიგდნენ თუ არა სიძე-სიმამრი, თუ არა და საინტერესოა დაიბრუნა თუ არა ის თანხა სიძემ, რომელიც წინასწარ ჰქონდა გადახდილი.

  • 15
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!