Загрузка...

ქალს კბილი ცხვირიდან ამოუღეს. ექიმებიც არ ელოდნენ ასეთ პრეცედენტს

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა წინ მიიწევს, მაინც ბევრს ეშინია კბილის ამოღების. აქამდე ბევრს ეშინია სტომატოლოგთან მისვლის, როდესაც რამე კბილის პრობლემა აქვთ. მაგრამ, რაც შეემთხვა ახალგაზრდა რუს გოგონას, ძალიან იშვიათია. გოგონას კბილი ცხვირში ჰქონდა შეზრდილი
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გოგონას ცხვირი გაეჭედა, სუნთქვა გაუჭირდა და ტემპერატურამ აუწია. ყველა სიმპტომი ჰაიმორიტზე მიანიშნებდა, მაგრამ სახლის პირობებში მკურნალობა ვერ შველიდა. მაშინ მან გადაწყვიტა საავადმყოფოში მისვლა.

იქაც ვერ შეძლეს გარკვევა თუ რატომ ვერ ახერხებდა გოგონა გამოჯამრთელებას. ოტოლარინგოლოგმა ის კიდევ ერთხელ გამოიკვლია. განმეორებითი გამოკვლევისას, მან რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა. ექიმმა პაციენტს უთხრა რომ, სავარაუდოდ მას ცხვირში კბილი ეზრდებოდა. გოგონამ თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს ექიმის ხუმრობა იყო, მაგრამ ექიმი არ ხუმრობდა. ის მან რენტგენის გადასაღებად გაუშვა.
და რაოდენ დიდი იყო გოგონას გაოცება, როდესაც ექიმის ვარაუდი დამტკიცდა. მის ცხვირში მართლაც იზრდებოდა კბილი და მას ის უნდა მოეშორებინა. ერთადერთი გამოსავალი ოპერაცია იყო.

Загрузка...


ოპერაციას მას ორი სპეციალისტი უკეთებდა-სტომატოლოგი და ოტოლარინგოლოგი. ოპერაციამ ძალიან სწრაფად ჩაიარა. იმისათვის რომ, ცხვირიდან კბილი ამოეღოთ, მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. პაციენტი ადგილობრივი ანესთეზიით იყო და არავითარ ტკივილს არ განიცდიდა. ოპერაციის დასრულებისთანავე კი იგრძნო, რომ სუნთქვა გაცილებით გაუადვილდა. ცხვირის გაჭედვამ გაუარა. ოპერაციის შემდგომი გართულება გოგონას არ შექმნია.

ასეთი პათოლოგია ძალიან იშვიათად ხდება. მხოლოდ სამ პროცენტს შეიძლება მთელ მსოფლიოში დაემართოს. მაგრამ ეს შემთხვევა იმ საავადმყოფოში მეორეჯერ დაფიქსირდა.
ამ ექიმებისათვის ეს ოპერაცია ნაცნობი აღმოჩნდა და თავი კარგად გაართვეს. და ბოლოს გოგონამ გადაწყვიტა კბილი სამახსოვროდ ექიმებისათვის დაეტოვებინა.

  • 16
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!