Загрузка...

ქალი ცოცოხლად დამარხულ ბავშვს პოულობს: 20 წლის შემდეგ გაისმის სატელეფონო ზარი, რომელიც…

loading...

ადამიანების უმრავლესობისათვის ბავშვის გაჩენა არის დაგეგმილი და დიდი ხნის მოლოდინის ნაყოფი, რომელსაც ოჯახში დიდი სიხარული შემოაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველას არ ეხება.
ჩრდილოეთ კალიფორნიელი აზიტა მილანიანი,1998 წლის 16 მაისს, შაბათს საღამოს თავის ძაღლებთან ერთად სარბენად იყო გამოსული. მეგობრები მას საცეკვაოდ ეძახდნენ, მაგრამ მათ გოგონამ უარი უთხრა.
სირბილის დროს ერთერთი ძაღლი შეჩერდა და მოულოდნელად მიწის თხრა დაიწყო. როდესაც აზიტა დააკვირდა, თუ რა აღმოაჩინა ძაღლმა კინაღამ გაგიჟდა: მიწიდან პაწია ფეხები მოჩანდა.
აზიტა ფიქრობდა, რომ დამარხული ბავშვი ა მკვდარი იქნებოდა, მაგრა პატარამ მოულოდნელად დაიყვირა, მაშინ აზიტამაც სწრაფად დაიწყო მიწის თხრა და პატარა მიწიდან ამოიყვანა, რომელსაც ჯერ ჭიპიც არ მოძვრომოდა.
როგორც აზიტა იხსენებს: ის პატარას ემუდარებოდა არ მომკვდარიყო, რადგან ის მას არასოდეს მიატოვებდა,რადგან უყვარდა.
ცოცხლად დამარხული
ბავშვი უბრალოდ მიტოვებული კი არ იყო, არამედ ცოცხლად დამარხული.
“ის მე თითზე ჩამეჭიდა და ტირილი შეწყვიტა,”-ეს ძალიან ემოციური იყო, ამბობს აზიტა.
როგორ შეიძლება ასე მოექცე ახალშობილ ბავშვს?
აზიტამ ჩვილი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მას საჭირო დახმარება გაუწიეს. მიუხედაცად ძლიერი გდაციებისა, ის გადარჩა.
პოლიციელები უშედეგოდ ცდილობდნენ, მოეძებნათ ის ქალი, რომელმაც ბავშვი მიატოვა, რომელსაც ექიმებმა საავადმყოფოში კრისტიანო დაარქვეს.
ერთი თვის შემდეგ პოლიციაში შემოვიდა ანონიმური ზარი, ქალი ამტკიცებდა, რომ ის ნაპოვნი ბავშვის დედა იყო და აინტერესებდა, თუ რა სასჯელი ემუქრებოდა , ამის შემდეგ კი ყურმილი დაკიდა.
პოლიციელები ეჭვობდნენ, რომ დედა შესაძლებელია ყოფილოყო ან ძალიან ახალგაზრდა, ან დეპრესიამ და მღელვარებამ აიძულა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.
თავდაპირველად აზიტას თვითონ უნდოდა ეშვილებინა კრისტიანო, მაგრამ მასობრივი ინფორმაციით საშუალებით მალე გამოჩნდა კრისტიანოს აყვანის მსურველი ოჯახი.გარკვეული პერიოდი აზიტა ცდილობდა ბიჭი თვალთახედვიდან არ დაეკარგა, მაგრამ შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა.
აზიტა ოცნებობდა ერთხელ მაინც ენახა ბიჭი.
წლები გადიოდა, მაგრამ კრისტიანოზე მაინც არაფერი ისმოდა. ასე გავიდა 20 წელი.

Загрузка...

საბედნიეროდ კრისტიანო კარგ ოჯახში იზრდებოდა, მშობლებს ის ძალიან უყვარდათ. მათ ბიჭუნას მეთიუ დაარქვეს, კრიტიანო კი მისი მეორე სახელი გახდა.
მე ვიცოდი, რომ ის ნაშვილები იყო
როდესაც მეთიუს 17 წელი შეუსრულდა, მან გაიგო, რომ დედ-მამა მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ.
კიდევ სამი წლის შემდეგ რადიო-შოუს პროდიუსერებმა მეთიუს ისტორია გაიგეს. მათ მეთიუს დნმ-ის გაკეთება შესთავაზეს, ხოლო მიღებულ შედეგს პირდაპირ ეთერში ეტყოდნენ. ბიჭი დათანხმდა. ინფორმაციის შეგროვებისას გადაცემის პროდიუსერებმა აზიტაზე შეიტყვეს და ისიც პირდაპირ ეთერში დაპატიჟეს.
შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, აზიტამ როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა, როცა გაიგო, რომ ბავშვი, რომელიც მან გადაარჩინა შესანიშნავ ოჯახში მოხვდა.
მეთიუმ თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია, უკეთესი ოჯახი, სადაც თვითონ გაიზარდა.
მე ყველაფერი კარგად მაქვს. მე მშვენიერი ცხოვრება მაქვს-თქვა მეთიუმ, მე საუკეთესო ოჯახმა მიშვილა. მეტი არაფერი მჭირდება.
მათი შეხვედრა მეთიუს დაბადების დღეს დაემთხვა და აზიტამ ბიჭი იმ ადგილას წაიყვანა, სადაც იპოვა 20 წლის წინ.
ის მომენტი, როდესაც ისინი ერთად იდგნენ იმ ადგილას, რომელიც შეიძლებოდა მეთიუს საფლავი გამხდარიყო, ძალიან ემოციური სანახავი იყო.

რა კარგია, რომ აზიტა ამ ამბავს შეესწრო სხვაგავარად მეთიუ ვერ გადარჩებოდა.
ბავშვების სიყვარული გენში გვაქვს და გულში ცოცხლობს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 40
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!