ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი – geonewest.com
Загрузка...

ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი

loading...

ლევან ლორთქიფანიძე კვირიკაშვილის გადადგომაზე წერს:
,,პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა, “იუნისეფის” კვლევებზე ლაპარაკობდით ხომ? როგორ არ ერიდებათ, ადამიანებს თვალებში რომ უყურებენ და ასე უტიფრად ატყუებენ.
ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით გამოწვეულმა ყველა კრიზისმა მისი მმართველობის პერიოდში იფეთქა – მღელვარება უნივერსიტეტში, ტყეების ხანძარი, გასული ორი გაზაფხულის განმავლობაში მუშათა ორი ჯგუფური დაღუპვა მინდელის შახტაში, მუხთარლის გატაცება, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიები, ლარის სასტიკი გაუფასურება, ენმ-ის კონტროლირებადი ტელევიზიის საქმე, გაუთავებელი ძიძგილაობა საპატრიარქოში, სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2018 მაის-ივნისის მოვლენები, მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეები … ვერც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მან პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხა, ზოგიერთი პრობლემა გადაავადა, ზოგიერთი დღემდე გადახსნილი ჭრილობასავით აწუხებს საზოგადოებას.

Загрузка...

გიორგი კვირიკაშვილი დაგვამახსოვრდება ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გამო …
არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრების დროს მის მიერ გამოვლენილი უმაღლესი ეთიკური და ადამიანური სტანდარტი…
ამასთანავე, ათასი წელი ვერ ვაპატიებ განათლების მინისტრად იმ საზიზღრობის დანიშვნას, რომელიც შემდეგ თავად მოისროლა …
პრემიერ-მინისტრები შეიცვლებიან და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი ყოველთვის მოიგებს დროს … ჯერ გვეტყვის “ახალი ცოცხი უკეთ გვისო”, გაცვდება და მორიგს მოიყვანს. ყველაფერი ყოველთვის გაცვეთილ, მოძველებულ ჩამქვრალ ვარსკვლავს დაბრალდება.
პრემიერ-მინისტრი წავიდა, ახალი პრემიერ-მინისტრის ცივსისხლიანობის გეშინოდეთ !!!
ბრძოლა სოციალური სამართლიანობის (ბანკების, შრომის, უმუშევრობის, სიღარიბის პრობლემების დაძლევა), ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და უკეთესი განათლების სისტემისთვის კიდევ უფრო გართულდება.
მერე რა … მაინც NO PASARAN!”
alia. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 18
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!