Загрузка...

15 წლის გოგონა ძლიერი დამწვრობით უარს აცხადებს გამოსაშვებ საღამოზე წასვლაზე- მაშინ მის სახლს უახლოვდება ვიღაც, ვის დანახვაზე ის კანკალს იწყებს

loading...

15 წლის კორინ ბახნერი მეგობრებთან ერთად კოცონთან იჯდა, როცა ერთმა მათგანმა ცეცხლში ბენზინი შეასხა.
აალებადმა ნივთიერებამ აფეთქების პროვოცირება მოახდინა და კორინმა სხვა ბავშვებთან ერთად ძლიერი დამწვრობა მიიღო.
სახე, ყელი და ხელები დაეწვა კორინს, სასწრაფოს მოსვლამდე მოზარდებში ნამდვილი პანიკა ატყდა.

დიაგნოსტიკამ კორინს სახეზე მესამე ხარისხის დამწვრობა დაუდგინა, რომელიც სახის 90% ფარავდა.
საავადმყოფოში გოგონამ ორ კვირაზე მეტი გაატარა, სადაც ის სიცოცხლისთვის იბრძოდა, შემდეგ კი მას მრავალი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუწევს.
კორინს ბევრი მეგობრები ჰყავდა. მიუხედავად ამისა გოგონას გამოსაშვებ საღამოზე მარლით შეხვეული თავით წასვლა ვერ წარმოედგინა, ის საავადმყოფოდან ერთი დღით ადრე გამოწერეს გამოსაშვებ საღამომდე.

კორინი არ აპირებდა წასვლას გამოსაშვებ საღამოზე, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეშინოდა რაიმე ინფექციის აკიდების, მეორე მხრივ ის შეხვეული უნდა ყოფილიყო, რომელიც თითქმის მთელ სახეს უფარავდა.
ეს გარემოება მას ძალიან აწუხებდა, რადგან გამოსაშვები საღამო ნებისმიერი მოსწავლისთვის განსაკუთრებული დღეა, რომლისთვისაც მზადებას თვეების წინ იწყებენ.
დიდი გულისტკივილით კორინი იძულებული გახდა თავისი მეწყვილესთვის, ჯონათან აიალასთვის ეთქვა, რომ საღამოზე არ მიდიოდა.
ჯონათან სხვა მეწყვილეს ძებნა მოუწია.

კორინმა ასევე უთხრა მეგობრებს, რომ იმ დღეს სახლში დარჩენას აპირებდა.
მთელი ძალით ცდილობდა გოგონა კარგ რამეზე ეფიქრა, თუ როგორ გახდებოდა ექიმი, როგორ დაიწყებდა საავადმყოფოში მუშაობას. მომხდარის შემდეგ გოგონას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი დახმარებოდა ადამიანებს, რომელთაც მისი მსგავსი ბედი ექნებოდა.
და აი შაბათ საღამოს, რამდენიმე საათით ადრე საღამოს დაწყებამდე,როდესაც კორინი იჯდა სახლში და ფიქრობდა, თუ რა მაგრად გაატარებდა…
მან მოულოდნელად კარებზე კაკუნი გაიგონა.

Загрузка...

ეს ჯონათანი და კორინის სხვა მეგობრები იყვნენ.
კორინმა იფიქრა, რომ ისინი, რამდენიმე ფოტოს გადასაღებად შემოვიდნენ, მაგრამ მეგობრებმა ის გააოცეს…

მათ გირლიანდები ჩამოკიდეს კორინის სახლში და ნამდვილ საცეკვაო დარბაზს დაამსგავსეს.
თუ კორინს არ შეუძლია გამოსაშვებ საღამოზე მოსვლა, მაშინ გამოსაშვები საღამო მოვა მასთან! ასე იფიქრეს და ასე გააკეთეს არაჩვეულებრივმა მეგობრებმა.

“მას ისეთი კარგი მეგობრები ჰყავს. ჩვენ ვტიროდით, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. ჯონათანი არ წავიდა თავის გამოშვებაზე კორინის გამო.მას კიდევ ორი შანსი აქვს წავიდეს სხვა გამოსაშვებ საღამოზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს ვერ შეედრება, რაც მას მეგობრებმა მოუწყვეს”-ამბობს კორინის დედა, ელენა

კორინმა და მისმა მეგობრებმა ჩაიცვეს საღამოს კაბები.
შემდეგ კი თავიანთ გაფორმებულ ოთახში ცეკვავდნენ.

“ის საოცრად ბედნიერი იყო. მე დარწმუნებული ვარ, მისი სახვევის უკან ღიმილი და ბედნიერების ცრემლი იმალებოდა. ამან მეც გამაბედნიერა”- მოყოლას აგრძელებს ელენი.

მეგობრების აღმაფრთოვანებელმა საქციელმა კორინიც გამოაცოცხლა, რაც მას ასე ძალიან სჭირდებოდა მთელი რეაბილიტაციის პერიოდში.
თუ თქვენც მოგეწონათ კორინის მეგობრების საქციელი, გაუზიარეთ ეს ისტორია თქვენს მეგობრებს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 139
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!