Загрузка...

თავში ჩარტყმული აქვს, სულ სისხლიანი იყო – წნორში მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული კაცი მოკლული იპოვეს

loading...
loading...

წნორში 44 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
“სათევზაოდ დავდიოდით ყოველ დილა. ალაზანზე ვიყავით. მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო. მას შემდეგ გაუჩინარდა.

Загрузка...

ძებნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს მკვლელს დაიჭერენ”, – განაცხადა ტატიანა მელნიკოვამ.
გარდაცვლილის ძმა კი მკვლელის დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქციების დაწყებას აპირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
cyc. ge

  • 19
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!