Загрузка...

ღამის ხედვის კამერამ დააფიქსირა უცნაური არსების გამოჩენა

loading...
loading...

ერთხელაც დილით, დიასახლისი კალიფორნიიდან, ამოწმებდა უკანა ეზოს კამერის ჩანაწერებს-იქნება და რამე ხომ არ მოხდაო? და უცებ კადრში შემოდის ველური არსება, რომელიც გაიძულებს გაიხსენო მითები შორეული ეგვიპტიდან ან სხვა უცნაური ველური ქვეყნებიდან. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამეში იყო საქმე.

როდესაც ვიდეო ჩანაწერი თავიდან შიესწავლეს, ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს უცნაურად გრძელკისრიანი ცხოველი ნამვილად მიწიური არსება იყო. სავარაუდოდ კოიოტი იყო, რომელიც მილში გაიჭედა და თუ ასე იყო, მაშინ მას აუცილებლად დასჭირდებოდა დახმარება, რისთვისაც გამოიძახეს მაშველები. მათ უნდა დაიჭირათ ცხოველი, რომ არ დატანჯულიყო.

თუმცაღა გამოძახებაზე მოსულმა სპეციალისტებმა უარყოფის ნიშნად თავები გააქნიეს. კადრში აღბეჭდილი კოიოტი, მართალია განსაცდელშია, მაგრამ მათ ახლა შვილების გამოკვების პერიოდი აქვთ. შავ-თეთრ ჩანაწერში არ ჩანს კოიოტი მდედრია თუ მამრი, ამიტომაც, შვილებისთვის დედის წართმევა კანონის მიხედვით აკრძალულია. ამიტომაც, დიდი ბოდიში, მაგრამ ლოდინი დაგჭირდებათო.

Загрузка...

გავიდა ერთი თვე და უბედური კოიოტი ისევ გამოჩნდა კადრში, ახლა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ მისი საქმე ცუდად იყო. ველური ცხოველი იხრჩობოდა, მილისგან მიყენებული ჭრილობები ჰქონდა ყელზე და ფეხებზე ძლივს იდგა. ახლა უკვე ლოდინის დრო არ იყო, საწყალი ცხოველი დაიჭირეს და ვეტექიმთან წაიყვანეს, სადაც ძლივს მოაშორეს საკმაოდ მძიმე პლასტიკის მილი, რომელშიც ალბათ კოიოტმა ნადირობისას შეყო ცხვირი.

პირველ ღამეს კოიოტმა ვერ შეძლო შოკიდან გამოსვლა, უსიცოცხლო პლუშის სათამაშოს ჰგავდა, საჭმელსაც არ მიჰკარებია, მაგრამ მეორე დღეს მიხვდა, რომ შემაწუხებელი ტვირთისგან თავისუფალი იყო და მაშინვე შეიცვალა. ყველაფერი შეჭამა და დალია რაც შესთავაზეს. რამდენიმე კვირა კიდევ მოუწევს მას მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, სანამ ჭრილობები ბოლომდე არ მოუშუშდება.

რომ არა კეთილი ადამიანები, კოიოტი დიდხანს ვერ გაძლებდა და მისი სიკვდილიც მტანჯველი იქნებოდა. გაუფრთხილდით ბუნებას!

  • 31
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!