24 წლის ქალმა მძინარე მეუღლეს პენისი მოაჭრა – geonewest.com
Загрузка...

24 წლის ქალმა მძინარე მეუღლეს პენისი მოაჭრა

loading...

მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა, შურისმაძიებელ ცოლს კი მისი დახმარება არც უფიქრია…
ეს შემზარავი შემთხვევა ტაილანდის ქალაქ შრირაჩაში მოხდა. 24 წლის ქალს და მის ქმარს მცირე საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ და ბედს არ უჩიოდნენ, თუმცა ერთ დღეს კარინამ შენიშნა, რომ ქმარი ოჯახის კუთვნილ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში კლიენტ ქალებთან ფლირტაობდა. მოგვიანებით, ქალმა ქმრის ღალატის დამადასტურებელი ფაქტებიც მოიპოვა და გადაწყვიტა, შური ეძია.
რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი დადგა, ქალმა მუშაობით დაღლილ, მძინარე ქმარს პენისი მოაჭრა და ფანჯრიდან გადააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა, შურისმაძიებელ ცოლს მისი დახმარება არც უფიქრია და სახლიდან წავიდა. ყვირილზე მეზობლები შეგროვდნენ და შურისძიების მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Загрузка...

ექიმებმა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მას დარჩენილი სიცოცხლის გატარება პენისის გარეშე მოუწევს. ამჟამად კარინა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და ქმართან მიახლოება ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ ქმრის ღალატის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, კარინას ეჭვები მისი მდიდარი ფანტაზიის შედეგი აღმოჩნდა.
მსგავსი შემთხვევა შარშან სამხრეთ კორეაში მოხდა, თუმცა ამჯერად, ეჭვიანობის მიზეზი ქალების კი არა, გოლფის სიყვარული გახდა. 54 წლის კიმი, კარინას მსგავსად, დაღამებას დაელოდა, ღრმა ძილში მყოფ მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა და უნიტაზში გადაუძახა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კიმის გაღიზიანების მიზეზი ის გახდა, რომ მისი მეუღლე სპორტულ მოედანზე დიდ დროს ატარებდა.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 36
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!