Загрузка...

ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს ბათუმში – დარეკა 112-ზე და წამიყვანეს განყოფილებაში – ინციდენტი ბათუმში

ეკა ჭითანავა სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:
“მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან მეუხერხულება, რომ ამდენი ადამიანი შევაწუხე. მინდა მოკლე განმარტება გავაკეთო გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ბევრი მწერს და აინტერესებს, ზუსტად რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო მთელი ღამე ინფორმაციას გაწვდიდათ Mako Gavtadze
გუშინ რუსეთი-ხორვატიას მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც

Загрузка...

მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. “My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა ( Malkhaz Chkadua <3) და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მოგვიანებით ყველას გიპასუხებთ”.

  • 43
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!