Загрузка...

თოფი არ ჰქონდა… მკვლელობის უკან ვიღაც დგას – რა კითხვებს არ პასუხობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა

loading...
loading...

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მალხაზ კობაური ამბობს, რომ მას ტურისტები არ მოუკლავს, ორმა უცხო ადამიანმა მოკლა და დაემუქრა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა, დედმამისშვილებს დაუხოცავდა.
მალხაზ კობაურის ამ განცხადებამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის დედას, მარიამ მარტიაშვილს გაუმყარა ეჭვი, რომ „შესაძლოა, მკვლელობაში სხვა პირების ინტერესები იკვეთებოდეს”.
დაკავებულის დედას უჭირს ვერსიებზე საუბარი, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის.
“არ ჰქონდა სანადირო თოფი და არ ვიცი, ვის ეკუთვნის ის. ვიცი, რომ იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. ეჭვი გამიმყარდა, რომ მკვლელობის უკან ვიღაც დგას. ჯერ გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ველოდები, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის უდანაშაულობა დადასტურდება” – განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.
მარტიაშვილმა ჩვენთან საუბარში შვილის მკვლელობაში მონაწილეობის ვერსია არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ „თუ ეს ჩაიდინა, აუცილებლად ვიღაცა აიძულებდა“. მკვლელობაში ბრალდებულის დედა „შანტაჟზე“ საუბრობს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ვისგან განიცდის ზეწოლას მისი შვილი.

Загрузка...

მარტიაშვილმა უპასუხოდ დატოვა “ნიუპოსტის“ კითხვა, რა იცოდნენ უცხო მამაკაცებმა, რომ მალხაზ კობაურს დედმამიშვილები ჰყავდა ასევე, ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ დატოვეს „მკვლელებმა“ დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველი ცოცხალი.
“ამას გამოძიება დაადგენს, მე რასაც ჟურნალისტებთან ვლაპარაკობ, არაფერი არ გადის ეთერში (სტილი დაცულია) ამის შემდეგ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ… თუ ნამდვილი ექსპერტიზა ჩატარდება, გამოჩნდება,რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა“- განაცხადა მოკვლელობაში ბრალდებულის დედამ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. ცოლ-ქმარი, 6-7 ივლისს გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი პოლიციას ბრალდებულმა თავად აჩვენა.
newposts.ge

  • 41
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!