Загрузка...

საჭესთან ტყუპების პაპა იჯდა, მას დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ – ივანიაძეების ტრაგედია

ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ, მამის და 6 თვის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის და­ღუპვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში ჩა­აგ­დო. ტრა­გე­დია ჩაქ­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.
ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ყვება:
– უდი­დე­სი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენ თავს. ვი­საც ეს ოჯა­ხი არ უნა­ხავს, ვერ წარ­მო­იდ­გენს, რო­გორ უყ­ვარ­დათ, რო­გორ ეფე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, რა სა­სო­ე­ბით ელოდ­ნენ ამ ბავ­შვებს, რა დიდ­ხანს არ­ჩევ­დნენ მათ სა­ხე­ლებს – სე­სი­ლი­სა და ნი­ნის… ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა.
– გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი
ავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა. ავტოკატასტროფისას კი საჭესთან გარდაცვლილი ჩვილების მამა იჯდა.
– მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები – ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი.

Загрузка...

მერაბს ბათუმიდან, საკუთარი სახლიდან სიძე-ქალიშვილი და შვილიშვილები სოფელში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ ლაითურში მიჰყავდა დასასვენებლად. ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდარა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია. ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს…
– ბავშვების დედა როგორ არის?
– ფიზიკურად თითქოს არა უშავს, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ. საავადმყოფომდე ცოცხლები კი მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ეს შეუძლებელი იყოს. ადამიანი ყველაფერს იტანს, მაგრამ თეონას ამის გადატანა ძალიან გაუჭირდება.… ჯერჯერობით არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს… მას და მამამისს ექიმები დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება…
მან დაკარგა ის, რითაც არსებობდა და სუნთქვადა. მიმისთანა ბიჭი იშვიათობაა, – გარდაცვლილ ადამიანზე ყოველთვის ამას ამბობენ, მაგრამ ის მართლა სიკეთის განსახიერება იყო. მიმი სამტრედიელია. ბათუმში მუშაობდა და ასე გაიცნო თეონა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ…
პატარები შვიდთვიანები დაიბადნენ, ძალიან სუსტები იყვნენ და კარგა ხანს იყვნენ საავადმყოფოში, ამ დროში მიმი ისე ღელავდა, ვერ წყნარებოდა, გოგონები რომ გამოიყვანეს, სულ ჩახუტებული დაჰყავდა. ახლა ეს ყველაფერი გაქრა და წაიშალა, განა ამ უბედურების ნუგეში სადმე არსებობს?!
კვირის პალიტრა

  • 39
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!