Загрузка...

საზარელი მკვლელობა თბილისში – პოლიცია სამ ადამიანს ეძებს

loading...

22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლები სამ ადამიანს ეძებენ.
სარქისიანი თბილისში, ელიას უბანში ჟონეთის ქუჩაზე 13 ივლისს მოკლეს. მკვლელობამდე სარქისიანს 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. სარქისიანს დანით 22 ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Загрузка...

„პოლიცია სამი ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს. მათგან ერთ-ერთი სავარუდო ბრალდებულია, დანარჩენი ორი — გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან“, — განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, ადგილობრივების თქმით, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩხუბი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა.
cyc. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 28
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!