Загрузка...

ცნობილია, რა ინახებოდა ეგვიპტეში აღმოჩენილ უძველეს შავ სარკოფაგში

loading...

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის სანაპიროსთან ქალაქ ალექსანდრიაში გრანიტის შავი სარკოფაგი იპოვეს. ვიდრე მას გახსნიდნენ, არსებობდა სხვადასხვა ვერსია, ვისი განსასვენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ის. ზოგს მიაჩნდა, რომ მასში რომელიმე მეთაურის ნეშტი ან განძი დახვდებოდათ. ცოტა ხნის წინ სარკოფაგი გახსნეს, თუმცა აღმოჩენამ მოლოდინი არ გაამართლა. მასში სამი ადამიანის ძვლები და ბინძური წყალი დახვდათ. ამის შესახებ Independent-ი წერს.

Загрузка...

ირკვევა, რომ ისინი მეომრები იყვნენ. ერთ-ერთი მშვილდით მიყენებული ჭრილობითაა დაღუპული.
სარკოფაგი სიმაღლეში 186 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში – 165 სანტიმეტრს. ის დაახლოებით ორი ათასი წლის წინ პტოლემეების დინასტიის დროს დამარხეს და მას შემდეგ არ გაუხსნიათ.
ამავე სამარხში იპოვეს დიდი, ალებასტრისგან დამზადებული ბიუსტი.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 31
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!